in

ბოლო 30 წელში IQ-ის მაჩვენებლები გაუმჯობესდა! — კვლევა

ზოგადი კონსენსუსი ასეთია, რომ ინფორმაციის მუდმივი ნაკადებითა და ყურადღების გაფანტვისთვის მრავალი მიზეზით ჩვენი ყურადღების ციკლი აღარ არის ისეთი, როგორსაც ადრე ვიცნობდით… თუმცა ახალი კვლევის თანახმად, ამას მშვენივრად ვუმკლავდებით — ჩვენი კონცენტრაციის დონე დღეს იმაზე უკეთესია, ვიდრე ეს ინტერნეტის შემოსვლამდე იყო.

M2
M2

ამისთვის ვენის უნივერსიტეტის მკვლევრებმა 32 ქვეყნიდან ჯამში 21 291 ადამიანი შეისწავლეს, რომელთა ასაკიც 7-72 წლამდე მერყეობდა. თითოეულმა მონაწილემ ყურადღების ტესტი ჩააბარა და სწორედ ამან გვაჩვენა, რომ მთლიანობაში ათწლეულების მანძილზე კონცენტრაციის დონე მნიშვნელოვნად გაიზარდა და დღეს მოზარდებს უკეთ შეუძლიათ ფოკუსირება, ვიდრე 30 წლის წინ.

კონცენტრაციისა და ფოკუსირების ანალიზი ე. წ. ფლინის ეფექტის ფართო კვლევის ნაწილი იყო — IQ დონის ზრდა დროთა განმავლობაში, რომელსაც სახელი აკადემიკოს ჯეიმს ფლინის პატივსაცემად ეწოდა. ბოლო წლებში ეს ზრდა შენელდა და ზოგიერთ შემთხვევაში საპირისპირო კურსიც კი გვაჩვენა.

მკაფიოდ დადებითი მნიშვნელოვანი ფლინის ეფექტი დაფიქსირდა მოზარდებში კონცენტრაციის დონეებზე დაკვირვებისას, — აცხადებენ მკვლევრები.

გუნდი იმასაც დააკვირდა, თუ როგორ იცვლებოდა ყურადღების ტესტებში მიღებული შედეგები დროთა განმავლობაში. თუ მოზარდებში ეს შენელდა და მცირე შეცდომები გვაჩვენა, ბავშვების შემთხვევაში სრულიად საპირისპირო ვითარება გვქონდა — ისინი ახლა უფრო სწრაფად ასრულებენ ტესტებს და იმაზე მეტ შეცდომას უშვებენ, ვიდრე ადრე, რასაც მკვლევრები იმპულსურობას მიაწერენ. ჰიპოთეზად კი იმას გვთავაზობენ, რომ, შესაძლოა, ადამიანები სიჩქარეს სიზუსტეზე მეტად ვაფასებდეთ… 

ამგვარად, გამოდის, არც ისეთი გაფანტულები ვართ, როგორც ამაზე ვფიქრობდით. ხოლო კონცენტრაციის დონეების ზრდამ, შესაძლოა, მთლიან მოსახლეობაში მეტი ინტელექტი მოგვცეს შედეგად. 

მშობლებს არ ესმით, რას აკეთებთ — LinkedIn-ის სახალისო კამპანია

რას ეფუძნება The Beatles-ის გრძელვადიანი მარკეტინგი?