6 აპრილს, 20:00 საათზე „ირა კოხრეიძის ინკლუზიური თეატრი“ კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრის სცენაზე გამართავს საქველმოქმედო სპექტაკლს „ახალი თამაში“.
ბილეთების რეალიზაციიდან შემოსული თანხა სრულად გადაერიცხება კიევის ინკლუზიურ საბავშვო ცენტრს „ევა“, რომელიც ომის დროს დაზარალებული სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების დასახმარებლად წარიმართება.
დასში პროფესიონალ ხელოვანებთან ერთად გაწევრიანებულია 15 სპეციალური საჭიროების მქონე პირი (დაუნის სინდრომი, აუტიზმი, თალასემია, ცერებრალური დამბლა).
სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების ყოველდღიურობა უკრაინაში ომის დროს გაუსაძლისი გახდა. სწორედ ამიტომ დასის წევრებმა ერთობლივად გადაწყვიტეს უკრაინელი ბავშვების დასახმარებლად სპექტაკლი ითამაშონ.
თანადგომის ასეთი მაგალითი ყველას გვაძლევს მოტივაციას მაქსიმალურად ჩავერთოთ და გავიზიაროთ ინიციატივა, რომელიც უკრაინელი ბავშვებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია: https://tkt.ge/show/10177/akhali-tamashi
ჩაერთე ქველმოქმედებაში, შეიძინე ბილეთი ან ჩარიცხე ნებისმიერი თანხა სპეციალურ ანგარიშზე: TBC ბანკი: GE72TB7251336080100007
საქართველოს ბანკი: GE74BG0000000665286200
ლიბერთი ბანკი: GE44LB0115176753112000
მიმღები: ნიკე – თანამედროვე ხელოვნების განვითარებისათვის დანიშნულება – “უკრაინელი ბავშვებისათვის”
[პარტნიორის კონტენტი]