in

თვითგანვითარება გარდაუვალია – ირაკლი ასათიანი

„თვითგანვითარების დღიურების“ ამ სერიით, საგანმანათლებლო მარკეტფლეისი UpWay ახლის სწავლისა და განვითარების მნიშვნელობას გვახსენებს. თვითგანვითარების სურვილი ის გამწევი ძალაა, რომელიც რაღაც ახლის შეცნობისკენ გვიბიძგებს ხოლმე. უწყვეტი თვითგანვითარება პროფესიონალების ხელწერაა. ასეა შეფ ირაკლი ასათიანისთვისაც, რომელიც ყოველთვის სიახლეების სადარაჯოზეა, რათა თანამედროვე ტენდენციების ქართულ სამზარეულოში დანერგვა და ახალი პროფესიონალი შეფმზარეულების ჩამოყალიბება შეძლოს. დღესდღეობით, ის არამხოლოდ „სილქ ჰოსფითალითის“ 250 შეფმზარეულს ხელმძღვანელობს, არამედ კულინარიით დაინტერესებულ ადამიანებს ტელეეკრანებიდანაც შეაყვარა თავი. 

რაღაც ახლის სწავლა ჩემი პროფესიის განუყოფელი ნაწილია. ეს სფერო მუდმივად ვითარდება, იცვლება, ახლდება ტენდენციები. თუ გინდა, რომ პროფესიულად განვითარდე, ამ სიახლეებს აუცილებლად უნდა აჰყვე. რამდენიმე წლის წინ, სხვა აქტუალური თემები იყო, რამდენიმე წლის შემდეგ – სრულიად სხვა იქნება. მაგალითად, მთელი მსოფლიო კულინარია უფრო ვეგეტარიანული და ცოცხალი, ჯანსაღი პროდუქტისკენ მიდის. შესაბამისად, სულ ვეძებ სიახლეებს და ვმუშაობ საკუთარ თავზე.

ხშირად მომიყოლია, რომ კულინარია ჩემს ცხოვრებაში მოულოდნელად შემოვიდა. გერმანიაში ჩავედი და პოლიტოლოგიაზე ვსწავლობდი. სხვა სტუდენტების მსგავსად, სწავლას სამსახურსაც ვუთავსებდი. ასე აღმოვჩნდი სამზარეულოში დამხმარედ, რადგან საღამოს მუშაობა მოსახერხებელი დრო იყო ჩემთვის. ვუყურებდი, როგორ უყვარდათ თავიანთი საქმე სამზარეულოში მომუშავე ჩემს თანამშრომლებს. სულ ცდილობდნენ ამ სფეროში განვითარებულიყვნენ, სხვა ქვეყნებში გამოეცადათ ძალები – იტალიაში, საფრანგეში… ამ გარემომ ძალიან იმოქმედა ჩემზე. უნივერსიტეტს თავი დავანებე და მთლიანად კულინარიაში გადავინაცვლე. იმ თანამშრომლებთან დღესაც ვმეგობრობ. გარემოცვას ადამიანის ჩამოყალიბებაში უდიდესი როლი აქვს. როცა უყურებ, როგორ ცდილობს თვითგანვითარებას შენ გვერდით მდგომი ადამიანი, შენც მეტი სურვილი გიჩნდება.

2010 წელს, საქართველოში ჩამოსული გავხდი ყველაზე ახალგაზრდა შეფმზარეული, რომელიც ბრენდულ სასტუმროებს მართავდა. დღესდღეობით, „სილქ ჰოსფითალითის“ ბრენდ შეფი ვარ და თავად ვეხმარები ახალგაზრდებს განვითარებაში. ჩვენს ქსელში ძალიან ბევრი სასტუმრო და რესტორანია გაერთიანებული. ამდენად, ახალგაზრდა შეფმზარეულები დეფიციტურია და მათ აღზრდაზე ძალიან ბევრს ვმუშაობ, გუნდთან ერთად. ჩვენს სფეროში მნიშვნელოვანია გუნდურობა, რათა მასშტაბურ ღონისძიებებს ვუმასპინძლოთ. რაც უფრო ძლიერი გუნდია შენს უკან, მით უფრო ძლიერი ხარ შენც. ამდენად, არ დავიშურებ ენერგიას, რომ ჩვენი ახალგაზრდები ამ სფეროში განვითარდნენ და წინ წავიდნენ. ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა.

თვითანვითარება გარდაუვალია. არასწორია იმის ფიქრი, რომ საკმარისად ვისწავლეთ ან გავაკეთეთ. ყოველთვის ვცდილობ, რომ რაღაც უფრო მეტი გავაკეთო. საკმაოდ ახალგაზდა ვარ იმისათვის, რომ ახლის ათვისებაზე არ ვიყო ორიენტირებული. გრძელვადიანი მიზნები მაქვს, ამდენად მუდმივად ვარ ორიენტირებული თუნდაც ერთი ნაბიჯით წინსვლაზე, რომ საკუთარი თავის უკეთეს ვერსიად ვიქცე. ჩვენი მიმართულებით, სხვადასხვა მსოფლიო კონფერენცია არსებობს, სადაც ჩავდივართ, ვეცნობით სიახლეებს, ვისმენთ განხილვას, შემდეგ ვბრუნდებით, ვმსჯელობთ და ვცდილობთ ეს ყველაფერი ჩვენს სამზარეულოში დავნერგოთ. მაგალითად, 2024 წლის მთავარი აქცენტი უფრო მეტად მარცვლეულსა და ბოსტნეულზე იქნება მიმართული. როდესაც ხედავ, როგორ ვითარდება მსოფლიო კულინარია, როგორ შემოაქვთ სიახლეები ყოველდღიურობაში, შენც გინდება, რომ უფრო მეტად დახვეწო შენი სივრცე თანამედროვე სიახლეებით. საბედნიეროდ, ამ ტენდენციებს უკვე ბევრი ადამიანი მისდევს საქართველოშიც. სიახლეს შეჩვევა და დრო სჭირდება, რათა ხალხმა აითვისოს და გაითავისოს.

არ გადადო თვითგანვითარება, აღმოაჩინე 300-ზე მეტი კურსი საუკეთესო სკოლებისგან UpWay-ზე. რუბრიკის წარმდგენია UpWay – კურსების პირველი მარკეტფლეისი, რომელიც აერთიანეაბს კურსებს ტექნოლოგიების, ბიზნესის, მარკეტინგის, ჰობის და ბავშვების განვითარების მიმართულებით.

ცეცხლგამძლე დრონი მეხანძრეებს ცხელი წერტილებიდან ინფორმაციას მიაწვდის

როგორ იქცა ნეგატიური კომენტარები ბრენდის კამპანიად? — Liquid Death