10
აგვ
2018

როგორ აღმოვაჩინოთ საკუთარ თავში ანტრეპრენუარი? – ირაკლი ჩიქავას #აზრები

10 აგვ 2018



ანტრეპრენუარს, ან მისი ჩამოყალიბების პროცესს შევადარებდი ნამცხვარს, რომელიც დროთა განმავლობაში ცხვება. საჭირო ინგრედიენტებია საკუთარი თავის რწმენა და პროტესტი შენ ირგვლივ არსებული რეალობის მიმართ.

ირაკლი ჩიქავა, Agro Solutions

პროტესტი შეიძლება გქონდეს რამდენიმე ან ყველა მიმართულებით. მაგალითად, არ გსურს სხვისი მითითების ქვეშ მუშაობა, გინდა მეტი შემოსავალი, გგონია, რომ შექმნი პროდუქტს/სერვისს, რომელიც უკეთესს გახდის სხვის ცხოვრებას ან საქმიანობას.

ეს ყველაფერი უნდა ავურიოთ ერთმანეთში, შევდგათ ღუმელში, რაც შეიძლება მაღალ ტემპერატურაზე და ვაცალოთ, როდის გამკვრივდება მასა და გამოცხვება ნამცხვარი. თუ ვხედავთ, რომ პროცესი აგვიანებს ან არ ცხვება, ეს იმის ნიშანია, რომ რომელიღაც ინგრედიენტი გვაკლია, ან ტემპერატურა უნდა გავზარდოთ. როგორც თავიდანვე აღვნიშნეთ, საკუთარი თავის რწმენა ფუნდამენტურად აუცილებელია, რადგან ანტრეპრენუარი ავტომატურად ნიშნავს “ბევრად მეტ პასუხისმგებლობას”, ნიშნავს კომფორტის ზონიდან გასვლას, ნიშნავს უამრავი რისკის, დაბრკოლებისა და ფეილის გადალახვას, რომელიც თავდაჯერების გარეშე განწირულია. როცა ნამცხვარი მზად არის, მას უკვე აღმოჩენა აღარ სჭირდება. მთავარი სწორედ ცხობის პროცესში ჩართვაა. აქვე კიდევ ერთხელ ვიტყვი, ცხოვრება ნამცხვრით არ იქნება უფრო ადვილი (ყოველ შემთხვევაში, თავიდან), ვიდრე მის გარეშე. მაგრამ იქნება უფრო სასიამოვნო და საინტერესო. იქნება ბევრი დაბრკოლება, ან ძალიან ბევრი დაბრკოლება, მაგრამ ანტრეპრენუარი ზუსტად ის არის, ვინც ანგარიშზეც წაქცევაზე მეტი წამოდგომა დაგროვდება.

განხილვა