ჩემს პირველ სამსახურად ვთვლი კოსოვოში სამშვიდობო მისიას. ეს იყო პირველი დიდი გამოწვევა 18 წლის ასაკში. ჩემი სურვილით გავიარე სამხედრო სავალდებულო სამსახური, სადაც 900 სამხედრო მოსამსახურიდან 28 ჯარისკაცი აგვარჩიეს და გაგვიშვეს 8 თვით. ჩვენი ფუნქცია იყო პატრულირება და ” ჩეკპოინტი”. პირველი და უმთავრესი დაბრკოლება იყო ფიზიკური დატვირთვის გაძლება, რომელიც მორალურად გაძლიერებს. მთავარია, ეს გაითავისო. ეს გამოცდილება დღემდე მომყვება და პრობლემებს მარტივად ვუმკლავდები. ირაკლი გაფრინდაშვილი – ენერგეტიკის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი.













