in

მხატვარ ირაკლი კუნჭულიას გამოფენა გალერეა iArt-ში

14 მარტს, 19:00 საათზე, გალერეა iArt ირაკლი კუნჭულიას გამოფენას უმასპინძლებს, სადაც მხატვარი ბოლო ერთი წლის განმავლობაში, სხვადასხვა ჟანრში შესრულებულ ნამუშევრებს გამოფენს. ღონისძიება სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. მხატვრის მიერ შექმნილ ნამუშევრებს შორის მრავლად შეხვდებით ფერადი ბუშტების თემატიკას, რაც გამოარჩევს მისი ნახატების ამ ახალ სერიას. ირაკლი კუნჭულიას მიერ შექმნილი პერსონაჟები რეალურ და არარეალურ სამყაროში სწორედ ფერად ბუშტებთან ერთად მოგზაურობენ.

BOG
BOG

რაც შეეხება ფერადი ბუშტების სერიას, რომლებზეც ასახული წითელთმიანი პატარა ქალბატონები ზღვის დონიდან ძალიან მაღლა, საკმაოდ ლამაზ რეალობასა თუ აბსტრაქციაში ცხოვრობენ, მხატვარმა ერთ-ერთი თავისივე ტილოს შთაგონებით შექმნა. ირაკლი კუნჭულიას მიერ შექმნილი ნამუშევრები პოზიტიურად დინამიკურია. პეიზაჟებიც კი, რომლებიც მხატვრის მიერ ძველი თბილისის თემატიკაზე, აბსტრაქტულ ჟანრშია შესრულებული, მოძრავი და ხმაურიანია. მხატვრის მიერ შექმნილ თითქმის ყველა ნამუშევარში იგრძნობა მის მიერ სამყაროს აღქმა და რეალობის მძაფრი, განსხვავებული, ემოციური შეგრძნება.

[R]

“მე ვარ თი, ქართულ ენაზე მოლაპარაკე ბოტი და ვეცდები, ჩემი რობოტული ჭკუით დაგეხმარო” – TBC Ti Bot

კობა ალხაზაშვილი – #პირველისამსახური