ქართული მუსიკალური ლეიბლი CES Records, რომელმაც ახლახანს ნიკა მაჩაიძის მუსიკალური ანთოლოგიის სერიის პირველი ნაწილი გამოსცა, სექტემბრის დასაწყისში ქართველი მუსიკოსის, ირაკლი შონიას სადებიუტო ალბომს გამოუშვებს
ირაკლი შონია 15 წელზე მეტია რაც ქართულ ელექტრონულ და ექსპერიმენტულ მუსიკალურ სცენაზე აქტიურობს. სხვადასხვა პერიოდში აქტიურად წერდა მუსიკას Severiane-სა და Vincent Volt-ის ფსევდონიმის ქვეშ. არის მუსიკალური პროექტების Datagramma-ს ½ (რეზო ღლონტთან ერთად) და V.C.V.S.-ის ½ (სანდრო კოზმანიშვილთან ერთად), ასევე „de re“ მუსიკალური ლეიბლის თანადამფუძნებელი და კურატორი.
„თითქმის 20 წლის წინ, მაშინ როდესაც ჯერ კიდევ პატარა გოგო ვიყავი და Myspace მუსიკალური Soulmate-ების ერთადერთი სოციალური სივრცე გახლდათ, ირაკლი მუსიკალურად ფეხს იდგამდა და მომენტალურად მიიპყრო ჩემი ყურადღებაც. მისი უნიკალურობა და მუსიკალური პოტენციალი ჯერ კიდევ მაშინ შევამჩნიე. დღეს კი ბედნიერი ვარ რომ, მისი ალბომი სწორედ ჩემს მუსიკალურ ლეიბლზე იპოვნის გზას. ვფიქრობ ის იდეალური არტისტია CES Records-ისთვის. ირაკლის გამბედაობა და თავისუფლება, ამავდროულად უაღრესად დიდი ოსტატობა, არის ზუსტად ის, რაც მისი მუსიკის გაჟღერებისას მომენტალურად იპყრობს ყურადღებას. – ამბობს ნათია სართანია (sTia) CES Records-ის დამფუძნებელი.
ირაკლი შონიას ალბომი CES Records-ზე 5 სექტემბერს, ფირფიტის (300 ლიმიტირებული რაოდენობით) და ციფრული ფორმატით, Esi-ს მუსიკალური პროექტის სახელით დარელიზდება.