7
Feb
2020

ორნამენტებში ჩაკარგული ირანული არქიტექტურა

7 Feb 2020

ირანელი ფოტოგრაფი Fatemeh Hosein Aghaei ირანული არქიტექტურისა და ხელოვნების ფოტოებზე აღბეჭდვითაა გატაცებული. ყველაზე ხშირად ის ისპაჰანს სტუმრობს, რომელიც თეირანიდან 250 მილის მანძილითაა დაშორებული და განთქმულია სპარსულ-ისლამური ბულვარებით, ხიდებით, სასახლეებით, მინარეთებითა და მეჩეთებით. ფოტოგრაფის ნამუშევრებში უმეტესწილად უძველესი შენობების საოცრად გაფორმებულ ჭერს წააწყდებით. როგორც ჩანს, ხელოვანს ძალიან უყვარს ობიექტივის მაღლა მიმართვა. უფრო მეტი ნამუშევრის სანახავად, შეგიძლიათ მის ინსტაგრამ გვერდს ესტუმროთ.

განხილვა