სადაზღვევო კომპანია ირაო, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგელბობის მქონე კომპანია, ცდილობს, თავისი წვლილი შეიტანოს საზოგადოების კეთილდღეობაში და ქვეყანაში კორონავირუსით (COVID-19) გამოწვეული მდგომარეობის გათვალისწინებით, მომხმარებლებს 2 თვიან საშეღავათო პერიოდს სთავაზობს.
შეთავაზების მიხედვით, ირაოში დაზღვეული ყველა ფიზიკური პირი, ასევე სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესი, შეძლებს, 16 მარტიდან 16 მაისის ჩათვლით, გათვალისწინებული სადაზღვევო პრემიის გადახდა 2 თვით გადაავადოს.
ამ პერიოდის განმავლობაში მომხმარებლები ჩვეულ რეჟიმში შეძლებენ, ისარგებლონ ყველა სადაზღვევო მომსახურებით, პრემიის გადახდას კი, 2 თვიანი საშეღავათო პერიოდის გასვლის შემდეგ გააგრძელებენ.
საშეღავათო პერიოდით სარგებლობის სურვილის შემთხვევაში, მომხმარებლებმა უნდა მიმართონ ირაოს მეილზე: [email protected] ან დაუკავშირდნენ ნომერზე- 0 (322) 949 949.
გარდა ამისა, როგორც ცნობილია, უკვე 1 კვირაა, რაც შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციით და მომხმარებლებისთვის მაქსიმალური უსაფრთხოებისა და კომფორტის უზრუნველსაყოფად, ირაო დისტანციურ მომსახურების რეჟიმზე გადავიდა.
- თანხის ასანაზღაურებლად და საგარანტიო წერილის მისაღებად მომხმარებლებს შეუძლიათ, დოკუმენტაცია გაგზავნონ მეილზე: [email protected] ან მოათავსონ ირაოს სერვის-ცენტრებთან არსებულ სპეციალურ ყუთებში;
- გაიზარდა ორიგინალი დოკუმენტაციის წარდგენის ვადა – 60 დღის ნაცვლად, მომხმარებლებს შეუძლიათ 80 დღის ვადაში წარმოადგინონ დოკუმენტები;
- სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია ოჯახის ექიმთან სატელეფონო კონსულტაცია ან ვიზიტის ჩანიშვნა ჩვეულ რეჟიმში – 0 (322) 949 949;
- დისტანციურად არის შესაძლებელი პროვაიდერ კლინიკაში მიმართვის მიღებაც -მოთხოვნის გამოგზავნით მეილზე: [email protected];
დისტანციური სერვისების გაძლიერებით ირაოს მთელი გუნდი სრულად მობილიზებულია, რომ მაქსიმალურად გაუმარტივოს მომხმარებლებს სადაზღვევო მომსახურების მიღება.
[R]