„ირაომ“ სამოგზაურო დაზღვევის პაკეტი განაახლა – კომპანია, მომხმარებლებს, დამატებით, COVID-19-ის მკურნალობის ხარჯების დაფარვას სთავაზობს.
უფრო კონკრეტულად კი, თუ საქართველოს საზღვრის გადაკვეთის შემდეგ, დაზღვეულს დაუდასტურდება კორონავირუსი, მისი მკურნალობის ხარჯებს, შესაბამისი ლიმიტის ფარგლებში, „ირაო“ დაფარავს.
„ამისთვის, COVID-19-ის გამოვლენიდან, არაუგვიანეს 24 საათისა, დაზღვეულმა საერთაშორისო ასისტანსს უნდა მიმართოს. ან დამოუკიდებლად დაფაროს მომსახურების ხარჯები და საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, მიიღოს ანაზღაურება ირაოსგან“.
ამ მომსახურებისთვის, სტანდარტულ სამოგზაურო დაზღვევის ღირებულებას დღეში, 3 ლარი დაემატება.
„ირაო“ COVID-19-ის ხარჯებს, ნებისმიერ დაზღვეულს დაუფარავს, თუ მისი მიმღები ქვეყანა ამ დაავადების მკურნალობას არ ფარავს.
განახლებულ პაკეტზე იგივე ლიმიტები, დაფარვები და ფრანშიზა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ვრცელდება, რაც „ირაოს“ სტანდარტულ სამოგზაურო დაზღვევას აქვს.
COVID-19 დაფარვის შეძენა, დამატებით, შესაძლებელია, როგორც სტანდარტულ (ერთჯერად) სამოგზაურო პოლისზე, ისე მრავალჯერად სამოგზაურო პოლისებზე – „მულტიპოლისი“ და „მოგზაური“.
„ირაოს“ სადაზღვევო პაკეტების შეძენა შესაძლებელია „ონლაინ“, კომპანიის ვებგვერდზე. დამატებითი ინფორმაციისთვის, ასევე, შეგიძლიათ მიმართოთ კომპანიის ცხელ ხაზს – 995 (32) 2 949 949.
[R]