13
სექ
2018

თვეში ერთხელ, „ირაოს“ თანამშრომლები უარს იტყვიან მანქანით გადაადგილებაზე!

13 სექ 2018

დაზღვევის საერთაშორისო კომპანია „ირაო“ სოციალურ პასუხისმგებლობას გრძნობს გარემოს უკეთესობისკენ შეცვლის პროცესში, ამიტომაც, გადაწყვიტა, კომპანიის კულტურის ნაწილად აქციოს სოციალური პროექტი, „თვეში ერთი დღე მანქანის გარეშე“, რომელიც გაუვალ საცობებსა და ჰაერის დაბინძურებას ეხმაურება:

BOG name
Bog name mob

ყოველთვე, ერთი დღით, კომპანია „ირაოს“ ყველა თანამშრომელი უარს იტყვის მანქანით გადაადგილებაზე. ჩვენ სამსახურში მისასვლელად ავირჩევთ მეტროს, ავტობუსებს, ველოსიპედებს, თუნდაც, ფეხით გადაადგილებას და ვიზრუნებთ, რომ ქალაქმა, ერთი დღით მაინც, დაისვენოს მანქანების გამონაბოლქვისგან, – ნინი მინდორაშვილი, „ირაოს“ საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი.

დღე მანქანის გარეშე“, რომლის მიზანიც ქალაქში ფეხით სიარულის, ველოსიპედითა და საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის წახალისებაა, მსოფლიო ღონისძიებაა, რომელშიც თბილისიც იღებს მონაწილეობას, ორგანიზატორი კი, წელს, კომპანია „ირაო“ იქნება. კომპანიის სოციალური პროექტის პირველი ნაბიჯები სწორედ ამ დღეს დაუკავშირდება, რადგან 22 სექტემბრიდან რამდენიმე დღეში, კომპანიის მთლიანი გუნდი პირველად მივა სამსახურში მანქანის გარეშე.

პროექტის დადასტურებამდე, „ირაოს“ მთლიან გუნდს გავაცანით ინიციატივა, გვქონდა ძალიან კარგი გამოხმაურება, ბევრი პოზიტიური ემოცია და მზაობა ჩვენი თანამშრომლებისგან. შესაბამისად, დავამტკიცეთ პროექტი და შევუდექით მზადებას. კომპანიას თანამშრომლებისთვის უკვე შემუშავებული აქვს სამოტივაციო გეგმა, რომელიც მოიცავს ბევრ წამახალისებელ აქტივობასა და პრიზებს, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ამ პროექტში თანამშრომლების მაქსიმალურ ჩართულობას, ნინი მინდორაშვილი, „ირაოს“ საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი.

„ირაოს“ სურს, ამ ინიციატივით, მაქსიმალურად გამოიწვიოს სხვა კომპანიების ჩართვაც მსგავსი მიმართულების სოციალურ აქტივობებში – რათა ერთად შევცვალოთ მომავალი უკეთესობისკენ!

განხილვა

ასევე ნახეთ