ახალი წელი საუცხოო დროა იმაზე დასაფიქრებლად, თუ რა არის ჩვენთვის ძვირფასი. წელიწადის ეს დრო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია იმ პერიოდებიდან, როდესაც სხვებზე ზრუნვისა და სითბოს გაზიარების მნიშვნელობას ყველაზე მკაფიოდ შევიგრძნობთ. ამ დროს გვინდა, განწყობა გავუზიაროთ მთელ სამყაროს ჩვენ გარშემო: მოვრთოთ სახლი, ვიმოგზაუროთ, ვესტუმროთ საყვარელ ადამიანებს, ვიზრუნოთ მათზე, ვისაც ეს ჩვენზე მეტად სჭირდება. საახალწლო განწყობის შესაქმნელად, სადაზღვევო კომპანია „ირაომ“, სააგენტო Hans&Gruber-თან ერთად, ილუსტრაციების სერია გამოუშვა.
ილუსტრაციების სიუჟეტები საახალწლო განწყობას ქმნის და იმ სიტუაციებს გადმოგვცემს, სადაც ადამიანები ერთმანეთზე ზრუნავენ. ნამუშევრები სიმბოლურად გამოხატავენ „ირაოს“ სადაზღვევო პროდუქტებს, რომლებიც ჯანმრთელობას, ავტომობილს, სახლს, მოგზაურობასა და ცუგებს ეხებათ. კამპანიისთვის ილუსტრაციების შესაქმნელად, Hans&Gruber-მა ოთხ ილუსტრატორთან ითანამშრომლა, სწორედ ამიტომ იგრძნობა თითოეულ მათგანში საახალწლო განწყობა და ზრუნვა განსხვავებულად.
ელენე მარგიშვილი, „ირაო“: „ირაო“ უკვე მეცხრამეტე წელია ზრუნავს ადამიანების სიმშვიდეზე და კეთილდღეობაზე. ჩვენ ყოველწლიურად ვაუმჯობესებთ მომსახურების პირობებს, უფრო მოქნილსა და მომხმარებელზე მორგებულს ვხდით ჩვენს პროდუქტებს. გასულმა წლებმა კარგად დაგვანახა დაზღვევის და ზრუნვის მნიშვნელობა. ვფიქრობთ, ზრუნვა შედგება პატარ-პატარა დეტალებისგან, რომელთა ერთობლიობაც ჯამში ქმნის დაცულობისა და სიმშვიდის შეგრძნებას. ახალი წელი კი არის ის დრო, როდესაც ყველაზე კარგად ჩანს ადამიანების ერთმანეთის მიმართ ზრუნვა და ამ ილუსტრაციების საშუალებით გადმოვეცით ის სათქმელი რომ ზრუნვა პატარ-პატარა დეტალებშია.“
თინა კიკალიშვილი, Hans&Gruber: „ბოლო წლებში, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებმა, ადამიანები ბევრ რამეზე დაგვაფიქრა და ღირებულებები გადაგვაფასებინა. ერთ-ერთი საკვანძო ხელჩასაჭიდი, რომელიც გადარჩენისთვის აღმოგვაჩნდა – ერთმანეთზე ზრუნვაა.
ირაოს კამპანიაზე ფიქრისას, სწორედ ეს გახდა ჩვენი შთაგონების წყარო. კამპანიისთვის 4 სიუჟეტი შეირჩა და თითოეულზე სხვადასხვა ილუსტრატორთან ვითანამშრომლეთ. შევეცადეთ ადამიანებისთვის პატარ-პატარა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ზრუნვის მომენტები შეგვეხსენებინა. ზოგჯერ, ახალ წელს მხოლოდ დიდ მიღწევებზე ვფიქრობთ და გვავიწყდება რამდენი ადამიანი გავამხნევეთ, რამდენჯერ გავხდით ღიმილის თუ იმედის მომცემი მზერის მიზეზი.“