in

სადაზღვევო კომპანია „ირაო“ მობილურ აპლიკაციას უშვებს!

დღეიდან სადაზღვევო კომპანია „ირაოს“ მომხმარებლებს  შეეძლებათ ისარგებლონ ახალი მობილური აპლიკაციით, რომელიც დაზღვევის მართვის პროცესს კიდევ უფრო კომფორტულსა და თავისუფალს გახდის.

აპლიკაცია მომხმარებლების საჭიროებებზეა მორგებული, მისი დახმარებით თქვენ შეძლებთ მარტივად და კომფორტულად მოითხოვოთ სამედიცინო ხარჯების ანაზღაურება, საგარანტიო წერილი, ან აკონტროლოთ მიმდინარე პოლისები.

აპლიკაციაში მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს სასურველი სერვისი: აკონტროლოს მიმდინარე პოლისები, იხილოს დაზღვევის დეტალები და გადახდის გრაფიკი, მოითხოვოს სამედიცინო ხარჯების ანაზღაურება და საგარანტიო წერილი.

აპლიკაციაში ასევე გააქტიურებულია თქვენი ჯანმრთელობის დაზღვევის ბარათი, რაც კიდევ უფრო მეტად კომფორტულს გახდის თქვენს ცხოვრებას. აპლიკაციაში არსებული ელექტრონული ბარათი ჩაანაცვლებს დაზღვევის პლასტიკურ ბარათს და სადაზღვევო სერვისების მიღებას სწორედ მისი მეშვეობით შეძლებთ კლინიკებსა თუ აფთიაქებში.

ირაო მუდმივად ზრუნავს, რომ სერვისები მაქსიმალურად მორგებული და მოსახერხებელი გახადოს და, შესაბამისად, უახლოეს მომავალში კვლავ გეგმავს აპლიკაციის ფუნქციონალის გაუმჯობესებას და ისეთი სერვისების დამატებას, როგორიცაა: ექიმთან ვიზიტის დაგეგმვა, დაზღვევის საფასურის გადახდა და სხვა.

აპლიკაციის გადმოწერა ძალიან მარტივია. ამისათვის მომხმარებელმა უნდა გამოიყენოს App Store – IOS-ის სისტემისთვის ან Google Play – ANDROID-ის სისტემისთვის, საძიებო ველში კი აკრიფოს IRAO და დააჭიროს ჩამოტვირთვას. აპის სერვისებით სარგებლობა მხოლოდ „ირაოს“ სადაზღვევო პოლისების მფლობელთათვისაა შესაძლებელი, რომელთაც იმ მომენტისთვის აქტიური აქვთ სადაზღვევო პოლისი.

აპლიკაციის გამოსაყენებლად საჭიროა მომხმარებლებმა გაიარონ მარტივი რეგისტრაციის პროცესი ან ავტორიზაცია (ვინც უკვე სარგებლობს ირაოს ვებპორტალით).

კითხვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით „ირაოს“ ცხელ ხაზს: (032) 2949 949

 

[R]

ზრუნვით იცვლება სამყარო – ფარმადეპო

როგორ ზრუნავს „მაკდონალდსი“ თანამშრომლების კეთილდღეობაზე, პანდემიის დროს?