„ირაოს“ შინაური ცხოველების პატრონებისთვის განსაკუთრებით სასიხარულო სიახლე აქვს. ახალი სადაზღვევო პროდუქტით, შეგიძლიათ, თქვენი ოთხფეხა მეგობრები დააზღვიოთ.
„პოლისს „ერთგული მეგობარი“ ჰქვია და ის ოთხფეხა მეგობრებთან თქვენს თანაცხოვრებასა და მათზე ზრუნვის პროცესს უფრო მშვიდსა და თავისუფალს გახდის“.
„ერთგული მეგობრის“ პოლისით, ამ ეტაპზე, მხოლოდ ძაღლების დაზღვევაა შესაძლებელი. თქვენ შეგიძლიათ, დააზღვიოთ ნებისმიერი ტიპის ძაღლი, რომლის ასაკიც არ აღემატება 8 წელს. დაზღვევისთვის საჭირო პირობა კი მხოლოდ ისაა, რომ ძაღლის პატრონი თქვენ უნდა იყოთ.
„შინაური ცხოველები გაუაზრებლად ხშირად ვარდებიან საფრთხეში და ჯანმრთელობასაც იზიანებენ, რაც მათ პატრონებს დიდ საზრუნავსა და სანერვიულოს უჩენს. „ერთგული მეგობრის“ დაზღვევა სწორედ ასეთ რისკებს ითვალისწინებს, იცავს ძაღლის ჯანმრთელობას და შენ ზედმეტ ხარჯებს გარიდებს. პოლისი ითვალისწინებს თქვენი ოთხფეხა მეგობრის ჯანმრთელობაზე ზრუნვას როგორც გეგმური, ისე გადაუდებელი შემთხვევების დროს სამედიცინო მომსახურების გაწევასთან თუ უბედური შემთხვევის შედეგად დამდგარ ზიანთან დაკავშირებით. კერძოდ, პოლისში შედის: ვეტერინართან ვიზიტი, ანალიზები, დიაგნოსტიკური კვლევები, ინფექციების მკურნალობა, ქირურგიული ჩარევა, სამკურნალოდ საჭირო მედიკამენტები და ა.შ. საჭიროების შემთხვევაში ჩვენი ცხელი ხაზი 24/7-ზე მოგემსახურებათ“.
მეტი კომფორტისთვის, „ირაო“ თქვენს საჭიროებებზე მორგებულ „ონლაინ“ პორტალს გთავაზობთ, რომლის მეშვეობით ვეტერინარული ხარჯების ანაზღაურებას ნებისმიერ დროსა და ადგილას შეძლებთ.
„ერთგული მეგობრის“ პოლისის მფლობელები, ზემოჩამოთვლილი მომსახურებების გარდა, ისარგებლებენ დამატებითი შეღავათებით, როგორიცაა 20%-იანი ფასდაკლება ძაღლების გრუმინგზე „groom.ge“-სგან და „რინგოს“ ეკომეგობრული ქისების შეძენისას, ასევე პოლისის მფლობელებს გადაეცემათ „ზოომარტის“ ფასდაკლების ბარათი და ფასდაკლებები „4pets.ge“-სგან.
დაზღვევის შეძენა შეგიძლიათ ონლაინ, ძალიან მარტივად, სულ რამდენიმე წუთში: ამისათვის უნდა ეწვიოთ ვებგვერდს: online.irao.ge, აირჩიოთ „შინაური ცხოველის დაზღვევა“, შეავსოთ მცირე ინფორმაცია თქვენ და თქვენი ძაღლის შესახებ და გადაიხადოთ დაზღვევის საფასური, პოლისს მიიღებთ თქვენ მიერ მითითებულ ელფოსტაზე.
„ერთგული მეგობრის“ დაზღვევის შეძენა, თვეში, სულ რაღაც 30 ლარად შეგიძლიათ.
[R]