ყველა ადამიანს აქვს რაღაც „ფარული“ სიამოვნების ელემენტები — როცა რაღაც განსაკუთრებით გსიამოვნებს, მაგრამ თან გარკვეული დანაშაულის გრძნობა გეუფლება ამის გამო. როგორც მეცნიერები ამტკიცებენ, ფსიქიკურად სიამოვნების ამგვარი კონცეფცია ქალებში ფართოდაა გავრცელებული. სწორედ ამას უკავშირდება ილუსტრატორ ირენე ჩანგის ნამუშევრები.
„მაინტერესებს, როგორ იცვლება თხრობა, როდესაც ორი საპირისპირო სიტყვა: „დანაშაული“ და „სიამოვნება“ ერთმანეთს ხვდება. ნამუშევრებშიც ვიკვლევ, რა ფაქტორები აიძულებს ქალებს, თავი დამნაშავედ იგრძნონ, როცა იმას აკეთებენ, რაც სიხარულს ანიჭებთ“, — აღნიშნავს ირენე.
როგორც განმარტავს, პროცესში აღმოაჩინა, რომ მსგავსი გრძნობა, პირობითად, მხოლოდ ნამცხვრის ჭამას არ უკავშირდება. არამედ, ხშირ შემთხვევაში ბავშვობის მოგონებებთან, აზრდასთან და პირად ურთიერთობებთან ასოცირდება.