in

Body Shop-ის საერთაშორისო ფორუმზე, “Best Activist”-ის ჯილდო ირინა ადეიშვილმა მიიღო

„ბოდიშოპ საქართველოს“ მარკეტინგის ხელმძღვანელი „საუკეთესო აქტივისტად“ 65-მდე ქვეყნის წარმომადგენელს შორის დაასახელეს

„ბოდი შოპის“ ყოველწლიურ, საერთაშორისო ფორუმზე, სადაც მსოფლიო ფრენჩაიზ ბაზრებზე, საუკეთესო პროექტებსა და პერსონებს ასახელებენ, “Best Activist“-ის ჯილდო ბრენდის მარკეტინგის ხელმძღვანელმა საქართველოში, ირინა ადეიშვილმა მიიღო.

The Body Shop, წელიწადში ორჯერ, მართავს საერთაშორისო ფორუმს, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ფრენჩაიზ ბაზრებს კამპანიებს აფასებენ, ასახელებენ საუკეთესო  SCR პროექტებსა და პერსონებს. ერთი ტარდება იანვარში, ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების მონაწილეობით. მეორე – მაისში ან ივნისში, ევროპის, ახლო აღმოსავლეთის, აზიისა და ოკეანეთის ფრენჩაიზ ბაზრების წარმომადგენლებისთვის. ამ ფორუმს ესწრება, დაახლოებით, 65 ქვეყანა, სადაც არის Body Shop-ის ბრენდი და აჯამებენ წინა წლის აქტივობებს, განსაზღვრავენ მომდევნო წლის პრიორიტეტებს. წელს დააწესეს სპეციალური ჯილდო „ანიტას მეგაფონი“ (Body Shop, 1976 წელს, ინგლისში, მეწარმემ და აქტივისტმა ანიტა როდიკმა დააარსა, ბრენდი დღემდე მისი ფილოსოფიის გარშემო ტრიალებს, მეგაფონი კი როგორც ხმის მაქსიმალურად შორ მანძილზე გავრცელების საშუალება), რომელშიც არის 8 ნომინაცია, აქედან ერთ-ერთია “Best Activist“. მე სწორედ ეს, „საუკეთესო აქტივისტის“ ჯილდო მერგო. 2020-ში გვქონდა წლიური კამპანია „იზოლაციაში არ ხარ მარტო“, რომლის ფარგლებშიც საკმაოდ ბევრი საინტერესო პროექტი და აქტივობა დავგეგმეთ. ყოველწლიურ ფორუმზე, ზუსტად ეს ნამუშევრები შეაფასეს და გადაწყვიტეს, რომ ამ კატეგორიაში გამარჯვებულად მე დავესახელებინეთ“, – ამბობს ირინა ადეიშვილი.

უფრო ზუსტად რომ გითხრათ, მან ჯილდო Body Shop-ის მხარდაჭერით, სხვადასხვა, საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, CSR პროექტების განხორციელებისთვის მიიღო. ამბობს, რომ ეს ძალიან სასიხარულო და თანაც, საპასუხისმგებლო ტიტულია.

„ეს არის ჩემთვის მოტივაცია, კიდევ უფრო მეტი გავაკეთო და სხვა ადამიანებსაც დავეხმარო“, – ირინა ადეიშვილი

ზოგადად, Body Shop, ცდილობს, შემოსავლის დიდი ნაწილი CSR  პროექტებში ჩადოს და ვთქვათ, ტრადიციული მარკეტინგული კამპანიების ნაცვლად, ისეთი საკომუნიკაციო აქტივობები დავგეგმოთ, რაც ადამიანებს კონკრეტულ შედეგებს მოუტანს. რაც შეეხება, Best Activis-ის ჯილდოს, 65-მდე ქვეყნის წარმომადგენელს შორის, მისი მიღება ძალიან ამაღელვებელი იყო ჩემთვის. კიდევ უფრო დიდი მოტივაციაა, მეტი გლობალური პროექტი გავაკეთოთ მთელმა გუნდმა. ეს გამარჯვება მხოლოდ ჩემი დამსახურება ნამდვილად არ არის, საქართველოში Body Shop-ს ჰყავს ძალიან ძლიერი გუნდი. მთელი წლის მანძილზე, რასაც მარკეტინგის სამსახური ვგეგმავდით, მაღაზიის კონსულტანტებს, მენეჯერებს ბოლომდე და ზუსტად მიჰქონდათ სათქმელი მომხმარებელთან. როგორც მარკეტერისთვის, ძალიან სასიხარულო და ამავე დროს, მნიშვნელოვანია ამდენ ქვეყანასა და პროექტს შორის, ჩვენი პროექტის, ჩემი სახელისა და გვარის დასახელება. ეს არის ჩემთვის მოტივაცია, კიდევ უფრო მეტი გავაკეთო და სხვა ადამიანებსაც დავეხმარო. Body Shop-ის მთავარი უპირატესობა სწორედ ეს არის – შენ შეგიძლია ისეთი რაღაც მოიფიქრო და შექმნა, რაც სხვების ცხოვრებას რეალურად შეცვლის, კომპანია კი ყოველთვის გვერდში გიდგას ასეთ წამოწყებებში“.

აქვე გეტყვით, რომ 2020 წლის კამპანიებისა და აქტივიზმისთვის, რომლებიც ახლა, ამ ფორუმზე განიხილეს და შეაფასეს, რამდენიმე თვის წინ, თავად „ბოდიშოპ საქართველომაც“ მიიღო ჯილდო.

შეგახსენებთ, რომ ინგლისში შექმნილი, საერთაშორისო ბრენდი The Body Shop, საქართველოში, დაახლოებით, წელიწად-ნახევრის წინ შემოვიდა.

ნიუ-იორკის მცურავი პარკი “პატარა კუნძული” დღეს გაიხსნა!

“მაინტერესებს, თუ რატომ არის ჩვენი სამყარო ისეთი, როგორიც არის” – ქეთი კაპანაძე