in

ირინა კეიდია – #პირველისამსახური

პირველი სამსახური, 20 წლის ასაკში, ერთ-ერთ ჰოლდინგში დავიწყე.  მაშინდელი პროექტი ზურგოვანი, ეხლა უკვე თბილისის დიპლომატიური სოფელი, მშენებლობის საწყის ეტაპზე იყო, სწორედ ამ პერიოდში შევუერთდი გუნდს გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. გასაყიდი პროექტის შესახებ ეფექტური შეთავაზებების მომზადება, შეთავაზების გაკეთება და გაყიდვები ჩემი სამუშაოს ძირითადი ნაწილი იყო. იმის გამო, რომ პროექტი საწყის ეტაპზე იყო, არ არსებობდა საკომუნიკაციო მასალები, ამიტომ პირველ რიგში, ამ მიმართულებით დავიწყეთ მუშაობა. ერთ-ერთ სარეკლამო სააგენტოსთან ერთად ვმუშაობდით ბრენდინგზე. გავაკეთეთ თანამედროვე, ინფორმაციული ვებგვერდი, დავგეგმეთ სხვა საჭირო აქტივობები. ისე გამოვიდა, რომ ჩემი პოზიციის ფარგლებში, ნაწილობრივ შევითავსე მარკეტინგის მენეჯერის ფუნქციებიც. ეს ჩემთვის საინტერესო იყო, რადგან მარკეტინგის საფუძვლებს ვსწავლობდი ბრიტანეთში, მენეჯმენტის სკოლაში და სწორად აქ მომეცა შესაძლებლოა პრაქტიკაში გამოყენებინა ეს ცოდნა. ჩემთვის იმდენად საინტერესო აღმოჩნდა ეს პროცესი, რომ უკვე 15 წელზე მეტია, ვრჩები მარკეტინგის სფეროში და ვაგრძელებ ამ საქმიანობას. ალბათ, გამართლებაც არის, საყვარელ საქმეს პირველივე სამსახურში რომ აღმოაჩენ – ჩემი შემთხვევა სწორედ ასეთი იყო.

შემდეგ, იყო რამდენიმე მსხვილი კომპანია, მათ შორის,  „პალიტრა“, „ბარამბო“ და „ლიდერფუდი“. ორი წელია, რაც ბორჯომის გუნდის წევრი ვარ. იმ ბრენდთან მუშაობა, რომელიც ვფიქრობ, ყველას გვიყვარს და განსაკუთრებით გვეამაყება, ჩემთვის ერთდროულად საპასუხისმგებლო და საამაყოა.

ირინა კეიდია – უფროსი ბრენდ მენეჯერი, “აიდიეს ბორჯომი თბილისი”.

180 გრადუსში მოყოლილი XIX-XX საუკუნის ისტორიები – პირველი ქართული ვისკის, JIMSHER პრინტ კამპანია

თიბისის ციფრული ბანკინგის გუნდი ახალ კადრებს ეძებს