15
Jan
2020

„თანამედროვე ხელოვნება, მასობრივი, უცბად ვერ გახდება“ – ირინა პოპიაშვილი

15 Jan 2020

თანამედროვე ხელოვნება, რაც შეიძლება, მეტი ადამიანისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი, მაგრამ ასეთი მასობრივი, უცბად ვერ გახდება, საჭიროა მეტი ინფორმაცია და თემატური საგამოფენო სივრცეები – ამ თემაზე „მარკეტერის“ პოდკასტში თავისუფალი უნივერსიტეტის“ დიზაინისა და ხელოვნების სკოლის დამფუძნებელმა, კურატორმა და გალერისტმა ირინა პოპიაშვილმა ისაუბრა.

 

ამბობს, რომ სწორედ თანამედროვე ხელოვნების მეტი პოპულარიზაციისა და ხელმისაწვდომობისთვის შექმნეს [ლიკა ჭკუასელთან ერთად] „კუნსტჰალე თბილისი“.

„ამას წინათ, [სოციალურ ქსელში] დაისვა შეკითხვა, ვინ არიან თანამედროვე ხელოვანები და [კომენტარებში ჩამოთვალეს ]: კაკაბაძე ფიროსმანი. [ამას მოჰყვა] ვაი – ვიში თანამედროვე ხელოვანებში, რომ ფიროსმანი და კაკაბაძე თანამედროვე ჰგონიათ. [მერე იქვე ითქვა] არ გვაქვს მუზეუმი და სათანადო განათლებაო. თანამედროვე ხელოვნება, მასობრივი, უცბად ვერ გახდება. დღეს, Museum of Modern Art-ში, ნიუ-იორკში, რიგებია, რომ ვინმე შევიდეს [ესენი არიან ტურისტები და ადგილობრივი მაცხოვრებლები]. წარმოიდგინეთ, რომ თბილისში იყო ისეთი მუზეუმ[ებ]ი, რომელსაც აქვს კარგი პროგრამა და საინტერესო გამოფენები, სადაც შაბათ-კვირას წახვალ შვილებთან ერთად. ზოგს აინტერესებს შენობის არქიტექტურა, ზოგს კაფე. კარგ მუზეუმს ექნება ეს [მასობრივს გახდის თანამედროვე ხელოვნებას] შედეგი. მინსკში იყო მეორე მსოფლიო ომის მუზეუმი. შაბათ დღეს მივედი, მაინტერესებდა შენობა. და ძალიან ბევრი ხალხი იყო, აქვთ ეს მუზეუმი და დადის ხალხი.  [აქაც] რომ გაკეთდეს მუზეუმი, სადაც თანამედროვე ხელოვნების ნიმუშები იქნება გამოფენილი, ძალიან ბევრი ადამიანი მივა. ტურისტსაც დააინტერესებს. თუმცა, პროგრამასაც აქვს მნიშვნელობა. დღეს, თანამედროვე ხელოვნების ნიმუშები [თუ ვინმეს აინტერესებს], უნდა აჩვენო პატარა გალერეებში, სახელოსნოში. ყოველთვის საჭიროა რაღაცაზე საუბარი. როცა ამაზე მეტს ვისაუბრებთ, თემაც ინტერაქციული იქნება. არის ასეთი კურატორების ჯგუფი „ობსკურა“. მათ გააკეთეს ეკრანიზატორი.  ჩააგდებ 20 თეთრს და სურათს გიჩვენებს. არ გიჩვენებს ორიგინალს, მაგრამ თავისთავად იდეა არის ძალიან საინტერესო. ამ [პროექტის] განვითარება შეიძლება, მუზეუმში ვერ ნახავ და ასე ნახავ [კონკრეტულ ნამუშევრებს]. ბევრი საინტერესო ადამიანია, ვისაც კარგი იდეა აქვს. [სამხატვრო აკადემიის პერფორმანსი] დღესაც ახსოვს ყველას, [არადა] ეს გააკეთეს 15 წლის წინ, მგონი. და ლამაზი ნახატი, ვიღაცამ რომ დახატა [დიპლომის დაცვისთვის], არავინ იცის. [იმ პერფორმანსს] გავლენა ჰქონდა, დღესაც კი ამაზე ვლაპარაკობთ. ახსოვთ.  რადგან გააშუქა ტელევიზიამ. [თანამედროვე ხელოვნებისთვის კარგი იქნება ტელევიზიის გარდა, სხვა [მედიუმიც] გვქონდეს“.

ირინა პოპიაშვილმა, პოდკასტში, საკუთარ პროექტებზე, ნულოვან თაობაზე, საქართველოსა და მსოფლიოში, თანამედროვე ხელოვნებაში მიმდინარე პროცესებზეც ისაუბრა.

მარკეტერის“ პოდკასტი, შედარებით, ახალი პლატფორმაა. აქ, მენეჯერებს, მეწარმეებს, მარკეტერებს და ზოგადად, ბიზნესის წარმომადგენლებს, შესაძლებლობა აქვთ, ახალი კუთხით გაიცნონ საინტერესო ადამიანები, მოისმინონ მათი ბიზნეს ისტორიები. პროექტის მხარდამჭერია „საქართველოს ბანკი ბიზნესი“.

განხილვა