Covid-19 პანდემიის პირობებში, ირინა ვოლკი, “დელ ტექნოლოგიბის” გენერალური მენეჯერი უკრაინასა და დსთ-ის ქვეყნებში, მონაცემთა დაცვასა და დისტანციურად მუშაობაზე მოთხოვნის ზრდაზე საუბრობს. მისი თქმით, ბიზნესი უნდა მოერგოს მუდმივად ცვალებად ლანდშაფტს.
ინფორმაციული ტექნოლოგიები რეგიონში
ინფორმაციული ტექნოლოგიები დიდნაწილად დამოკიდებულია მაკროეკონომიკურ პირობებსა და პოლიტიკურ მდგომარეობაზე. წლების განმავლობაში, მუდმივმა ეკონომიკურმა არასტაბილურობამ გავლენა იქონია ბიზნესზე რეგიონში. პანდემიისა და პოლიტიკური დაძაბულობის გათვალისწინებით, ზოგიერთ ქვეყანაში ტექნოლოგიები სხვებზე მეტადაა განვითარებული. დსთ-ის ქვეყნები, ჯერ კიდევ, განვითარების ეტაპს გადიან იმის გაგებით, თუ როგორ იყენებენ ისინი ინფორმაციული ტექნოლოგიებს ლოკალური თუ გლობალური კონკურენტული უპირატესობის მისაღწევად.
ტექნოლოგიების თვალსაზრისით, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ქვეყანაა რეგიონში. საჯარო და ბიზნეს სექტორის ორგანიზაციები წარმატებულად იყენებენ უახლოეს ტექნოლოგიებს. ჩვენ გვყავს წარმატებული კლიენტები, რომლებიც ბაზარს თავიანთ პროდუქციას “დელ ტექნოლოგიების” გამოყენებით სთავაზობენ. ჩვენ მათ მაგალითებს სხვა ბაზრებზე ცვლილების გასატარებლად ვიყენებთ.
თუ განვლილ წლებს გადავხედავთ, კეთდებოდა ინვესტიციები თავდაცვაში, ინფრასტრუქტურასა თუ ჯანდაცვის სექტორში. აშკარაა, რომ ინფორმაციული ტექნოლოგიები დსთ-ის ქვეყნებს მრავალი წინაღობის გადალახვაში დაეხმარა. ბიზნესებმა გამოიყენეს ინოვაცია და ტექნოლოგიები არასტაბილურ გარემოსთან გასამკლავებლად, კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად და მოთხოვნადი პროდუქტებისა და სერვისების შესაქმნელად. მიუხედავად იმისა, რომ რეგიონის ქვეყნები ინფორმაციული ტექნოლოგიების ტრანსფორმაციის საწყის ეტაპზე არიან, მათ უკვე დაგვანახეს სანიმუშო მაგალითები, თუ როგორ უნდა განავითარო კონკურენტუნარიანობა, ამ მიდგომით.
ციფრული ტრანსფორმაცია აღარაა მხოლოდ არჩევანი, ის წარმატების კრიტიკული ფაქტორია, კლიენტების მისაზიდად და მათი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. დღესდღეობით, ყოველი ბიზნესი ციფრული ბიზნესია და თუ არაა, უნდა იქცეს ასეთად. რადგანაც Covid 19-ით გამოწვეული ციფრული სივრცის სწრაფი ათვისება მომავალშიც გაგრძელდება. ყოველი ინდუსტრია და ორგანიზაცია, ამა თუ იმ გზით, ტექნოლოგიით საზრდოობს. ინფორმაციული ტექნოლოგიები აღარაა ცალკე ინდუსტრია, არამედ ნებისმიერი სექტორის ბიზნესის შემადგენელი ნაწილია.
მონაცემთა დაცვა მთავარი პრიორიტეტია
ვინაიდან, მონაცემთა ღირებულება და მოცულობა მატულობს, პირადი მონაცემების კონფიდენციალობისა და უსაფრთხოების თემა უფრო მნიშვნელოვანი გახდა, ვიდრე ოდესმე. როგორც კი კომპანიები გადაწყვეტენ დაეყრდნონ ონლაინ მონაცემებს, მათ უნდა განავითარონ სტრატეგია, რომელიც კონკრეტულად, მონაცემების დაცვაზე იქნება გათვლილი. ეს საჭიროა მზარდი კიბერშეტევებისა და ინფორმაციის სენსიტიურობის გამო. ამის საპასუხოდ, კომპანიებმა უნდა განაახლონ მათი მიდგომა კიბერუსაფრთხოებაზე, იმიტომაც, რომ პანდემიამ კიბერკრიმინალებს ახალი შესაძლებლობები შეუქმნა.
კიბერუსაფრთხოება რთული მეცნიერება სულაც არ არის, მაგრამ მხოლოდ ის კომპანიები ახერხებენ მონაცემების ეფექტურად დაცვას, რომლებსაც მანამდეც შეეძლოთ დისტანციურ რეჟიმში მუშაობა. ამ სწრაფი ციფრული ცვლილებების გამო, მონაცემთა დაკარგვის ან თაღლითობის რისკი გაიზარდა. მრავალი კომპანია წააწყდა უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ პრობლემას. მაგალითისათვის, პერსონალური კომპიუტერების სამუშაოდ გამოყენება, კიბერუსაფრთხოების თვალსაზრისით, ბიზნესის ერთ-ერთი საფრთხეა.
ამიტომაც, მონაცემთა დაცვა და კიბერუსაფრთხოება ყოველი კომპანიისათვის მთავარ პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს. ადგილობრივ ბაზაზე დაყრდნობის ნაცვლად, ორგანიზაცია უნდა გეგმავდეს მონაცემთა დაცვას ღრუბლოვან სივრცეშიც. წლების განმავლობაში, “დელ ტექნოლოგიებმა” დაიქირავა უსაფრთხოების უამრავი პროფესიონალი ინჟინერი, რათა ემუშავათ პროდუქტებსა და სერვისებში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. კერძოდ, PowerProtect Cyber Recovery კრიტიკულ მონაცემებს იცავს და იზოლირებას უკეთებს გამომძალველებისა და სხვა ძლიერი საფრთხეებისაგან. თუ კიბერშეტევა განხორციელდება, მომხმარებელი სწრაფად შეძლებს მონაცემის სუფთა ასლის იდენტიფიცირებას, კრიტიკული სისტემების განახლებასა და მუშაობის ჩვეულ რეჟიმში გაგრძელებას.
ნავიგაცია ახალი ბიზნესრეალობის რეჟიმში
დისტანციურ რეჟიმში მუშაობაზე გადასვლის გამო, პერსონალურ და კომერციულ კომპიუტერებზე მოთხოვნის მკვეთრი ზრდა შევნიშნეთ. რადგანაც “დელ ტექნოლოგიებში” მომხმარებლის ციფრული ტრანსფორმაციის სტრატეგიულ პარტნიორად მოვიაზრებთ თავს, ჩვენი დისტანციური მუშაობის პროდუქტები და საშუალებები დისტანციური მუშაობის ეფექტურობასა და პროდუქტიულობაზეა მიმართული.
დღესდღეობით, თანამშრომლები აქტიურად ცდილობენ გარდაქმნან თავიანთი სამუშაო სივრცე სახლში და მათ სჭირდებათ იყვნენ მშვიდად, რომ უსაფრთხო მოწყობილობებთან მუშაობენ. ამიტომაც, Dell-ის პერსონალური კომპიუტერებისა და ლეპტოპების დიზაინი მუშაობის გამარტივებაზეა მიმართული. “დელ ტექნოლოგიები” აუმჯობესებს მომხმარებლის გამოცდილებას Dell Optimizer პროგრამით, რომელიც კავშირისა და თანამშრომლობის გამოცდილების გასაუმჯობესებლად, ხელოვნურ ინტელექტს იყენებს.
სახლიდან მუშაობაზე გადასვლის მკვეთრმა ზრდამ შეცვალა მრავალი ბიზნესის სამუშაო პროცესი. პირისპირ შეხვედრები ვიდეოზარმა ჩაანაცვლა. მუშაობის პროცესებს დაემატა მრავალი ახალი საშუალება, რომლებსაც კომპანიები თანამშრომლობისათვის იყენებენ. ამიტომაც, “დელ ტექნოლოგიები” ამზადებს ინოვაციურ მონიტორებს, რომლებითაც ერთდროულად მრავალმიზნობრივი სამუშაოს განხორციელება, კოლაბორაციის გამარტივება და ეფექტურობის ამაღლებაა შესაძლებელი. ორმაგი მონიტორის ფუნქციის გამოყენებით, მომხმარებელს პროდუქტიულობის ამაღლება 18-20%-ით შეუძლია. დისტანციური მუშობის შედეგად, ვიდეოშეხვედრების მხარდაჭერა, უმაღლესი ხარისხის ჩაშენებული მიკროფონები, სპიკერები, და ხმაურის ჩამახშობლები მნიშვნელოვანია ნებისმიერისათვის, ვისაც ხარისხიანი მუშაობა სურს.
გარდა ამისა, “დელ ტექნოლოგიები” განაგრძობს მისი პროდუქტების დიზაინის გაუმჯობესებას, რათა ის სახლში განთავსებულ საოფისე გარემოს შეესაბამებოდეს. მაგალითისათვის, OptiPlex 3090 მოდულის ყველა ფუნქციის მქონე პერსონალური კომპიუტერი იმდენად კომპაქტურია, რომ იკეთესი ვიზუალური შედეგისათვის, მისი დამალვა მონიტორის უკანაც კი შეიძლება.
ვირტუალური სამუშაო სივრცის უსაფრთხოების გაუმჯობესების კიდევ ერთი საშუალებაა VDI (Virtual Desktop Infrastructure), ეკრანის ვირტუალიზაცია ან ინდივიდუალური აპლიკაციები. მაგალითისათვის, “დელ ტექნოლოგიების” Wyse ThinOS სისტემას აქვს გამოუქვეყნებელი აპლიკაციის პროგრამული ინტერფეისი, დახურული არქიტექტურა, რაც შეტევების შემცირებას უწყობს ხელს უწყობს. რადგანაც მონაცემები დისტანციურ სერვერზე ინახება, დისტანციური მუშაობა დაცულია.
“დელ ტექნოლოგიებში” ჩვენ ვიცნობთ ჩვენი მომხმარებლების საჭიროებებს და მზად ვართ, მათი რთული გამოწვევები, ციფრული ტექნოლოგიის საშუალებების, პროდუქტებისა და სერვისების გამოყენებით გადავჭრათ.
ინფორმაციულ ტექნოლოგენდერული მრავალფეროვნების ძალა
ციფრული ტექნოლოგიების ათვისებასთან ერთად, კომპანიებმა უნდა შექმნან უფრო მოქნილი და ემპათიური სამუშაო გარემო. ვინაიდან, პანდემიამ ქალები უფრო მეტად დააზარალა, ციფრულ სამუშაო სივრცეში დისბალანსის წარმოშობის საფრთხეა. თუ ზომებს სწრაფად არ მივიღებთ, შესაძლებელია დაიკარგოს ის პროგრესიც, რაც ინდუსტრიამ ამ ბოლო წლებში მოიპოვა. ჩემი პროფესიული კარიერის განმავლობაში, ყოველთვის ხაზს ვუსვამდი გენდერულ ბალანსს და დღეს, გენდერულ უთანასწორობასთან გამკლავება უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ოდესმე.
უმეტესწილად, გენდერულად მრავალფეროვან გარემოში ვმუშაობ, ამიტომ ნამდვილად ვიცი, რამდენად პოზიტიური გავლენა შეუძლია იქონიონ ქალებმა მთელ ორგანიზაციაზე. “დელ ტექნოლოგიებში” გვჯერა, რომ მრავალფეროვნება ძალაა და ჩვენი საბოლოო მიზანია, დასაქმებულებმა თავიანთ რჩეულ დამსაქმებლად აგვირჩიონ. ჩვენი სურვილია მივიზიდოთ, შევინარჩუნოთ და გლობალურად განვავითაროთ ქალბატონები. ეს, განსაკუთრებით, ჩვენი ინდუსტრიის ტექნიკურ და ლიდერულ პოზიციებს ეხება.
მოკლედ, სქესი არ უნდა ახდენდეს გავლენას პროფესიულ სამყაროზე. თუ შენი დარგის ექსპერტი ხარ, არ აქვს მნიშვნელობა ვინ ხარ, ქალი თუ მამაკაცი. ჩვენ უნდა განვაგრძოთ მუშაობა, რათა შევცვალოთ კარიერის აღქმა ინფორმაციულ ტექნოლოგიებში, განსაკუთრებით Covid 19-ის დროს და ხაზი გავუსვათ იმ მნიშვნელოვან ასპექტებს, რომლებიც ქალბატონებს ამ პროფესიის შესაფერის კანდიდატებად აქცევს. კომპანიები, რომლებიც ვერ იზიდავენ და ამხნევებენ ქალბატონებს, ვერ იღებენ ქალბატონების ტალანტთან, შესაძლებლობებთან და პერსპექტივებთან დაკავშირებულ სარგებელს.
ბიზნესშესაძლებლობების პოვნა ახალ რეალობაში
პანდემიამ ბიზნესებისათვის ცვლილებების ახალი ეტაპი დაიწყო. ჩემი რჩევა ბიზნეს ლიდერებისათვის იქნებოდა პერსპექტივის შეცვლა. შეხედეთ სიტუაციას არა გადარჩენის, არამედ როგორც ახალი შესაძლებლობების გამოვლენისა და გამოყენების შანსს, რაც პანდემიას მოაქვს.
ამასთანავე, რეკომენდაციას ვუწევ ბიზნესმოდელისა და ფულადი ნაკადის ხელახლა გადახედვას, რადგანაც ესეც ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორებია. ბიზნესის წინსვლისათვის, განსაზღვრეთ ფულად ცირკულაციასთან დაკავშირებული თქვენი საჭიროებები და შექმენით პირობები, რომ ფინანსების გამოყენების შესაძლებლობა გქონდეთ. ბიზნესის გამყარება ძირითადი ამოცანაა. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ აღმოვაჩინოთ და ვუპასუხოთ ბაზრის მოულოდნელ გამოწვევებს.
ჩემი რეკომენდაცია იქნებოდა სამიზნე აუდიტორიის გადაფასება. ვინ არიან თქვენი კლიენტები? როგორ შეიძლება შეეცვალა პანდემიას ისინი? მნიშვნელოვანია ახალი არხების გამოძებნა მათთან დასაკავშირებლად და ახალი პროდუქტებისა და სერვისების შექმნა მათი შეცვლილი საჭიროებების საპასუხოდ.
წარმატების მისაღწევად, ბიზნესს ესაჭიროება ადაპტაცია, სისწრაფე და გამძლეობა თითოეულ სტრატეგიულ ნაბიჯში. მომავალში, ძველ ამოსავალ წერტილში დაბრუნება არ მოხდება. ამიტომ, ჩვენ უნდა ვისწავლოთ ახალი ნორმასთან გამკლავება. აქედან გამომდინარე, ბიზნესების გამოწვევა ტრანსფორმაციაა.
[R]