მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთი გამორჩეული სახე, ირის ვან ჰერპენი, განაგრძობს მოდისა და მეცნიერების შერწყმას. მისი უახლესი თავბრუდამხვევი ტანსაცმლის კოლექცია Earthrise ზღვის ეკოსისტემის სისუსტეს ეძღვნება. დახვეწილი სამოსის დებიუტი, რომელიც წყლის მოტივებსა და სახასიათო ფერებს მოიცავს, პარიზის მაღალი დონის მოდის კვირეულზე 5 ივლისს შედგა.
კოლექცია 19 კაბისგან შედგება და ყოველი მათგანი გარემოს შენარჩუნებაზე ორიენტირებული, როგორც ესთეტიკის, ისე გამოყენებული მასალების თვალსაზრისით. მაგალითად, 5 კაბა სრულიად გადამუშავებული პლასტმასისგანაა დამზადებული, რაც პლანეტაზე არსებულ წყლებს დაბინძურებისა და შემდგომი დეგრადაციისგან იცავს.
კოლექციის სხვა ნამუშევრები ისეთ არტისტებთან თანამშრომლობის შედეგადაა მიღებული, როგორიცაა როგან ბრაუნი, რომელმაც მაქამანებით შეკერილ კაბებს მარჯნის რიფებისა და მიკრობული სტრუქტურების ვიზუალი მიანიჭა. ასევე, კეისი კურანმა კინეტიკური ზოლები გამოიყენა, როგორც ტალღების ინტერპრეტაცია. ხოლო ჯეიმს მერის ფუტურისტული მეტალის სამკაულები ეკუთვნის.



















