რა არის IriSee? ეს არის მრავალფუნქციური მობილური აპლიკაცია, რომელიც წარმოადგენს კომპანიების მიერ შემოთავაზებული პროდუქციის ან მომსახურების შესახებ სარეკლამო – საინფორმაციო პორტალს. ასევე, აპლიკაცია მოიცავს უფასო საინფორმაციო ცენტრს *1616 (online chat). მისი მეშვეობით მომხმარებელს შეუძლია მიიღოს სასურველი ინფორმაცია, 24 საათის განმავლობაში, „ონლაინ“, გახდეს ქველმოქმედი, ყოველდღიურად გაეცნოს მიხეილ ცაგარელის მიერ მოწოდებულ ასტორლოგიურ პროგნოზს, ქართველი მზარეულის ლევან კობიაშვილის კულინარიულ რჩევებსა და რეცეპტებს, ივარჯიშოს „SNAP“-ის ფიტნეს ინსტრუქტორებთან ერთად, სხვადასხვა აქტივობებით (რეკლამების ნახვა, მეგობრების მოწვევა) დააგროვოს “ირის”-ები და მიიღოს ბილეთები, რომელიც წამახალისებელ გათამაშებაში მონაწილეობისა და პრიზების მოგების შესაძლებლობას აძლევს. აპლიკაციის გადმოწერა და გამოყენება, როგორც Android-ის, ასევე iOS-ის მომხმარებლისთვის არის უფასო.
რატომ შეარჩიეთ ეს სახელი?
„Iris“- ეს არის თვალის გუგა, ხოლო „See“ – ნახვა. იქიდან გამომდინარე, რომ აპლიკაცია მოიცავს სხვადასხვა საინტერესო და საჭირო ინფორმაციას, სახელიც შესაბამისი შევარჩიეთ. ასევე შეიქმნა სახელწოდების ქართული ვერსია „ირისი“.
როგორ გაჩნდა მისი შექმნის იდეა? რა არის მიზანი?
ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, სიახლეებით და მეტი კომფორტით გავანებივროთ ჩვენი მომხმარებლები. იქიდან გამომდინარე, რომ სარეკლამო კომპანია ვართ, დავწერეთ ისეთი მობილური აპლიკაცია, სადაც რეკლამის ნახვა ნებაყოფლობითია და მეტიც, „ირისი“არის პროდუქტი, რომელიც მომხმარებელს რეკლამების ნახვის სტიმულს აძლევს ( რეკლამის ნახვაში მომხმარებელი აგროვებს „ირის“-ებს, იღებს ბილეთებს და შესაძლებლობა ეძლევა მიიღოს მონაწილეობა წამახალისებელ გათამაშებებში.) ჩვენი მიზანია „ირისი“-ს საშუალებით მომხმარებელმა შეძლოს სრულიად უფასოდ მიიღოს ყველა ის საჭირო და საინტერესო ინფორმაცია, რომელიც მოთხოვნადია და რომელიც თავმოყრილია ერთ სივრცეში.
რა შესაძლებლობებს აძლევს კომპანიებს „ირისი“ ?
მათთვის „ირისი“ არის მათი პროდუქტის/მომსახურების შესახებ ინფორმაციის გავრცელების სრულიად ახალი შესაძლებლობა, რომელიც ყველა სარეკლამო მომსახურებისგან განსხვავებულია, თუმცა, მოიცავს იმ ასპექტებს, რაც საჭიროა პოპულარიზაციისა და სასურველი შედეგების მიღებისთვის. ჩვენ გამოვიყენეთ სოციალური კვლევების სხვადასხვა მეთოდები. კვლევებმა ნათლად დაგვანახა, რომ ყველაზე მოთხოვნადია ის სერვისები, რომელსაც მოიცავს ჩვენი აპლიკაცია „ირისი“ .
რა შესაძლებლობებს აძლევს მომხმარებელს?
„ირისი“ არის პროდუქტი , რომელიც მომხმარებელს სრულიად უფასოდ თავაზობს გათამაშების ბილეთებს, რომელიც გროვდება უბრალოდ რეკლამის ნახვით, ან მოწვეული მეგობრის (რეფერალის) მეშვეობით, მომხმარებელს თავაზობს ყველაზე მოთხოვნად და საინტერესო ფუნქციებს აპლიკაციაში და აძლევს ქველმოქმედების საშუალებას.
მომხმარებლებს რა გათამაშებას სთავაზობთ?
მომხმარებელს ვთავაზობთ გრანდიოზულ გათამაშებას, რომლის სახელწოდებაა „ყველას უყვარს ირისი“, სადაც 300-ზე მეტი პრიზია, რომელიც მომხმარებელს აპლიკაციაში შეუძლია ნახოს. მხოლოდ რეკლამის ნახვით და მეგობრების მოწვევით შეუძლია მომხმარებელს მიიღოს წამახალისებელი გათამაშების ბილეთები და მოიგოს უამრავი პრიზი. მომხმარებელი ბილეთების მისაღებად აგროვებს „ირის“-ებს: აპლიკაციაში ნახულობს რეკლამებს, იწვევს მეგობრებს (რეფერალებს) და მიუთითებს რომ ირისის რეგისტრაციის ანკეტაში რეფერალის ველში, ჩაწეროს მისი მობილურის ნომერი, რომლითაც არის მომხმარებელი დარეგისტრირებული აპლიკაცია “ირისი”-ში. რეფერალის მიერ აპლიკაციაში ნებისმიერი აქტივობით დაგროვებული „ირისი“-ს 50% დაერიცხება მომხმარებელს, როგორც რეკომენდატორს.
გრანდიოზულ გათამაშებასთან ერთად, ჩვენ აპლიკანტებს ვთავაზობთ შუალედურ გათამაშებას, სადაც მოცემულია თვის რეიტინგული მონაცემი ანუ, შუალედური გათამაშების პერიოდში დაგროვებული „ირის“-ების რეიტინგი.
ჩვენ უკვე ჩავატარეთ პირველი შუალედური გათამაშება,რომელიც დასრულდა 3 აგვისტოს, გამოვლინდა რეიტინგის პირველი ხუთეული და გადავეცით LG-ის მობილური ტელეფონები.
ვინ შექმნა აპლიკაცია? ვისი იდეა იყო? კომპანია , რომელსაც ეკუთვნის აპლიკაცია, კიდევ რა სერვისებს სთავაზობს მომხმარებლებს?
აპლიკაცია „ირისი“ შექმნა შპს „ემ ეს ჯგუფი“-ს შემოქმედებითმა გუნდმა.
რითი არის გამორჩეული ეს აპლიკაცია?
მომხმარებლებისთვის „ირისის“ ჩამოტვირთვა და გამოყენება უფასოა. ის იძლევა საშუალებას მომხმარებელმა სრულიად უფასოდ მიიღოს წამახალისებელი გათამაშების ბილეთები და მოიგოს უამრავი პრიზი. „ირისი“-ში რეკლამის ნახვა ნებაყოფლობითია, გროვდება გათამაშების ბილეთები და არ იწვევს გაღიზიანებას. ჩვენი აპლიკაცია მრავალფუნქციურია: გვაქვს უფასო საინფორმაციო ცენტრი.
რატომ უნდა აირჩიონ მომხმარებლებმა ან კომპანიის წარმომადგენლებმა IriSee?
ამისთვის რამდენიმე მიზეზი არსებობს: წამახალისებელი გათამაშება ეხმარება რეკლამას, იყოს 100%-ით ნახვადი, რომელიც მუდმივად ჩატარდება. „ირისი“ არის ინფორმაციის სწრაფად და მარტივად მიწოდებისა და მიღების საშუალება. ჩვენთან განთავსებული რეკლამა აპლიკაციაში გარკვეული პერიოდის განმავლობაში ინახება. მისი ფორმატიდან გამომდინარე, რეკლამას აქვს მეტი უნიკალური ნახვა და შესაძლებელია რეკლამის მომენტალური ჩვენება ნებისმიერი რაოდენობის აპლიკანტებისათვის. აპლიკაცია სამ ენოვანია (ქართული, რუსული და ინგლისური). „ირისში“ არის დაბალი ფასები, ხდება სარეკლამო ხარჯების დაზოგვა. შესაძლებელია განისაზღვროს მომხმარებლის სეგმენტი. სასურველი ინფორმაციის ნახვა მომხმარებელს შეუძლია 24 საათის განმავლობაში. განთავსებული რეკლამის ნახვა აპლიკანტებისათვის ნებაყოფლობითია.
[პარტნიორის სიახლე]