ახალი ანალიზის მიხედვით, დიდი ალბათობით, რაღაცები არასწორად ვიცით — ვარსკვლავების ფორმირებისას წარმოქმნილი გამა-სხივები აჩვენებს, რომ მათი წარმოქმნის სიჩქარე არსებულ შეფასებაზე 2-4-ჯერ მეტია. ეს კი მიგვანიშნებს, რომ ჩვენი გალაქტიკა არც ისეთი მშვიდია, როგორზეც აქამდე ვფიქრობდით…
ბუნებრივია, ამას გავლენა ექნება იმაზეც, რაც ჩვენ რძიანი გზის ევოლუციის შესახებ ვიცით. მაჩვენებლებმა, რომლებიც გვეუბნება, როდის დაიბადა და მოკვდა ვარსკვლავები, შესაძლოა, გალაქტიკის მთლიანი ქიმიური შემადგენლობაც ჩაანაცვლოს. წარმოიდგინეთ, რომ ვარსკვლავები ქარხნები არიან, რომლებიც სამყაროს კომპლექსურ ელემენტებს აწარმოებენ. მათი ბირთვი კი უფრო დიდ ატომებს წარმოქმნის. ხოლო, როცა კვდებიან, მძიმე ელემენტები ვარსკვლავთშორის სივრცეში იფრქვევა, ღრუბლებს შორის გადაადგილდება ან ახალ ვარსკვლავებს აყალიბებს… სიკვდილის მსგავსად, მათი დაბადებაც საოცარია…
ირმის ნახტომში ვარსკვლავის წარმოქმნის სიჩქარის ამჟამინდელი გამოთვლებით, მეტად სავარაუდოა, რომ იგი ყოველწლიურად 55 ვარსკვლავს წარმოქმნიდეს. მართალია, ამ საკითხის უკეთ გასაგებად ჯერ კიდევ მრავალი კვლევაა ჩასატარებელი, მაგრამ გუნდის მეთოდი, რომელიც aluminum-26-ს ეფუძნებოდა, ანუ ვარსკვლავის სიკვდილის შედეგად მიღებულ ელემენტს, დაგვეხმარება, უკეთ გავიგოთ, როგორ აყალიბებს ჩვენი გალაქტიკა მათ.