in

ასტრონომებმა 4 მილიარდი წლის ირმის ნახტომის ტყუპისცალი იპოვეს

ოდესმე დაინტერესებულხართ, როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო ჩვენი ირმის ნახტომი ისტორიის ადრეულ ეტაპზე? ასტრონომებმა ჯეიმს ვების ტელესკოპის გამოყენებით, კიდევ ერთი გალაქტიკა იპოვეს, რომელიც რძიანი გზის სარკისებურ სურათად ან, უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ტყუპისცალად შეგვიძლია ჩავთვალოთ. 

M2
M2

მეცნიერები Sparkler-ის სახელით გვაცნობენ აღმოჩენას, რისი ინსპირაციაც მის ირგვლივ არსებული მბრუნავი ბრჭყვიალა გროვებია. აქ რამდენიმე ჯუჯა გალაქტიკასაც შეამჩნევთ, რომელიც Sparkler-მა შთანთქა. ჯეიმს ვების ტელესკოპი ახალ გალაქტიკას იმ მდგომარეობაში გვაჩვენებს, რომელშიც ჩვენი 4 მილიარდი წლის წინ იყო. ეს კვლავ მიგვანიშნებს იმაზე, რომ მანაც ფორმირება ადრეულ კოსმოსში დაიწყო. ხოლო, თუ ახლად აღმოჩენილი გალაქტიკა ირმის ნახტომის მსგავსად განაგრძობს განვითარებას, გამოდის, რომ აქედან 9 მილიარდ წელში ნამდვილ ტყუპისცალსაც შევიძენთ.

საინტერესოა ისიც, რომ Sparkler სამხრეთ ნახევარსფეროში Volans-ის თანავარსკვლავედში გვხვდება. ორივე გალაქტიკა კი მაშინ გაჩნდა, როცა ადრეულ სამყაროს ჭარბი სიმკვრივე ახასიათებდა… შემდეგ კი მოდის ე. წ. შერწყმის ერა, როცა ირმის ნახტომი ჯუჯა გალაქტიკების კანიბალიზაციას იწყებს. ეს დიდი ევოლუციური ნაბიჯია. არსებობს იმის ალბათობაც, რომ სულ მცირე ჩვენი გალაქტიკის მასის ნახევარი სწორედ ამ დროს მიგვეღო. დროთა განმავლობაში კი ეს მასალები იმ სპირალურ დისკად გაერთიანდა, სადაც დღეს მზე და ვარსკვლავები არსებობს. 

აღფრთოვანებული ვართ ამ უნიკალური შესაძლებლობით, რომ შეგვიძლია შევისწავლოთ როგორც გროვების ფორმირება, ისე ირმის ნახტომი იმ დროში, როცა სამყარო მისი ამჟამიდელი ასაკის მხოლოდ ერთი მესამედი იყო, — განმარტავს დუნკან ფორბსი, ასტრონომი. 

როგორც აღმოჩნდა, Sparkler-ის გროვები ძალიან ჰგავს ჩვენს გალაქტიკაში არსებულს. ზოგიერთი კი საკმაოდ ადრე ჩამოყალიბებულა, რის გამოც ვარსკვლავები მეტალებით არის მდიდარი — ეს ადრეული სამყაროს ქიმიური გამდიდრების სწრაფ პროცესზე მიგვითითებს…

რატომ ჩნდება სატურნის რგოლებზე იდუმალი ლაქები? — მეცნიერები ამ კითხვის პასუხს ეძებენ

რამდენად განიცდიან UX დიზაინერები წარმოსახვის ნაკლებობას?