მეცნიერებმა საბოლოოდ დაადგინეს ჩვენი გალაქტიკის ასაკი — მისი წარმოშობა დიდი აფეთქებიდან „სულ რაღაც“ 800 მილიონი წლით თარიღდება. მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ ყველაზე ღრმა კოსმოსური მტვერი ჩვენი გალაქტიკის ცენტრში, დაახლოებით, 13 მილიარდი წლის წინ მოხვდა და მისი გარე კიდე Gaia Enceladus-ის გალაქტიკასთან შეჯახების შედეგად ჩამოყალიბდა.
მაქს პლანკის ასტრონომიის ინსტიტუტის მკვლევრებმა, მაოშენგ სიანგმა და ჰანს-ვალტერ რიქსმა, შედეგები ჟურნალ Nature-ში გამოაქვეყნეს. მათ 13.8-დან 15 მილიარდ წლამდე ასაკის თითქმის მეოთხედი მილიონი ვარსკვლავი შეისწავლეს, რათა ირმის ნახტომის სიცოცხლის ციკლების ზრდა განესაზღვრათ.
სიანგმა და რიქსმა ვარსკვლავებზე დაკვირვება ე. წ. „პროტოვარსკვლავურს“ ფაზაში გადაწყვიტეს, რათა უფრო ადვილად შეეფასებინათ პროგნოზირებული სიცოცხლის ციკლი. ამის შესაძლებლობას გიგანტურ მოლეკულურ ღრუბელში არსებული გაზის შეკუმშვა იძლევა.
„ვარსკვლავების წარმოშობის დათარიღების შეფასებისთვის, მათი ინოვაციური მიდგომა გვეხმარება, უკეთ გავიგოთ ჩვენი გალაქტიკის ჩამოყალიბების შესახებ. ეს მიდგომა მასშტაბირებადია, რაც იმას ნიშნავს, რომ როდესაც მონაცემები ხელმისაწვდომი გახდება ირმის ნახტომის ვარსკვლავების უფრო დიდი ნიმუშებისთვის, სურათი კიდევ უფრო ნათელი გახდება“, — ამბობს ფიზიკოსი ტიმოთი ბერსი.











