ტექნოლოგიური განვითარების შედეგად, ვარსკვლავური სისტემის ირმის ნახტომის ახალი რადიოტალღური გამოსახულება მივიღეთ. შესაძლოა, სურათზე ას მილიონ ვარსკვლავსაც კი უყურებდეთ. იგი ასტრონომებმა MeerKAT-ის რადიოტელესკოპით გადაიღეს. ვხედავთ, რომ გალაქტიკის ცენტრალურ რეგიონში რადიო გამოსხივების ძაფები აქტივობის ქარიშხალს ავლენს.

ირმის ნახტომი, სადაც ვარსკვლავებისა და ეგზოპლანეტების უმეტესობა ბინადრობს, გამოსახულებაში ჰორიზონტალური ზოლის სახით ჩანს. ენერგიის მკვრივი ნალექი შუა ზოლში კი შავ ხვრელს აღნიშნავს. ეს სივრცე იდუმალი მბზინავი ძაფებით არის სავსე. ასტრონომებმა დაადასტურეს, რომ ასეთი ძაფები აირის მაგნეტიზებული მილებითა და მაღალი ენერგიის ნაწილაკებით წარმოიქმნება.
სურათის შექმნისთვის 20 ცალკეული დაკვირვება იყო საჭირო, რომელიც 70 ტერაბაიტ მონაცემს გამოიმუშავებდა. ეს კი სამწლიან დამუშავებას მოითხოვდა. შედეგად, ირმის ნახტომის ცენტრალური რეგიონების 1000 სინათლის წლის სიგანის და 600 სინათლის წლის სიმაღლის პანორამა მივიღეთ.

მაშინ, როცა სინათლის ტელესკოპებისთვის გალაქტიკის ცის დიდი მონაკვეთები, კოსმოსური მტვრის ღრუბლების ჩარევით, შავდება, რადიო ტალღები MeerKAT-ს მათთან მიახლოების საშუალებას აძლევს. ახალი ანტენების უზარმაზარი ნაკრების მშენებლობა კი სამხრეთ აფრიკასა და ავსტრალიაშია დაგეგმილი, რათა MeerKAT მომავალში ყველაზე ძლიერი რადიოტელესკოპი გახდეს დედამიწაზე.












