2
Jun
2017

ის, რაც მხოლოდ წიგნის ფურცლებზე წერია! – “სამეფო კარის თამაშების” ავტორი წიგნების პოპულარიზაციისთვის

2 Jun 2017



მაშინ, როდესაც HBO “სამეფო კარის თამაშების” ასეთ საოცარ, ხარისხიან და ნამდვილად სანახაობრივ სერიალს გვთავაზობს, რომლის ყოველი ახალი სერია ყველა რეკორდულ მაჩვენებელს ხსნის, ცოტას თუ ახსოვს ჯორჯ რეიმონდ რიჩარდ მარტინი, კაცი, რომელმაც წლების წინ, ფურცელზე დაუდო სათავე ამ პოპულარულ ისტორიას. მართალია, მის ნამუშევარს ბევრი იცნობს, მაგრამ არა ორიგინალს, არამედ მხოლოდ ეკრანიზაციას, ასეა სხვა მრავალი ავტორი და მათი ნამუშევრებიც. ორგანიზაცია The Mexican Communication Council-მა გადაწყვიტა წიგნების პოპულარიზაციისთვის საინტერესო კამპანია წამოეწყო და ისეთი აქტივობა მოიფიქრა, რამაც ნამდვილად მიიზიდა საზოგადოების ყურადღება. თუ შევხედავთ ნოველის მოცულობას, რომლის მიხედვითაც შეიქმნა სერიალი “სამეფო კარის თამაშები”, მივხვდებით, რომ მისი სრულად ეკრანიზაცია უბრალოდ წარმოუდგენელია, შესაბამისად, სცენარისტები ძალიან ბევრ საინტერესო მონაკვეთს კადრს მიღმა ტოვებენ. სწორედ ამაზე გაამახვილეს ახალ კამპანიაში ყურადღება და წიგნის ფესტივალზე საზოგადოებას ის მნიშვნელოვანი ნაწყვეტები გააცნეს, რასაც ვერც ფილმში ნახავდნენ და ვერც სერიალში .

 

განხილვა