in ,

ის, რაც დღის შუქზე არ ჩანს! – კამპანია ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ

BOG
BOG

ოჯახში ძალადობა კიდევ ერთი სერიოზული პრობლემაა, რომლის წინააღმდეგაც კომპანიები და სახელმწიფო ორგანოები ათასგვარი სოციალური კამპანიებითა თუ აქტივობებით თავდაუზოგავად იბრძვიან. კიდევ ერთი ასეთი მნიშვნელოვანი კამპანია ჰელსინკის პოლიციის დეპარტამენტის ინიციატივით შეიქმნა. ქალაქის ქუჩებში, ბანერებზე, ცნობილი ბლოგერის პეტრა სოიკელის ფოტოები გავრცელდა, რომელიც თავადვე იყო ოჯახში ძალადობის მსხვერპლი. ლამაზი ქალბატონის სურათები ქუჩაში უჩვეულო არავისთვის ყოფილა. თუმცა, როგორც კი დაღამებას იწყებდა და ბანერზე განათება ირთვებოდა, პეტრას სახეზე ძალადობის კვალი ჩნდებოდა. ეს ეფექტური ბანერები უყურადღებოდ არავის დარჩენია, მთელი ქალაქის მასშტაბით, მოსახლეობა ყოველ ნაბიჯზე პირისპირ ხვდებოდა ძალადობის შედეგს. კამპანიის მიზანი, პირველ რიგში, საზოგადოებაში ამ პრობლემის სერიოზულობის აღქმის გაზრდა იყო, რადგან ნებისმიერი ადამიანის ვალია, მსგავს შემთხვევებში, თუნდაც მეზობელს, ან უცხო ადამიანს დაეხმაროს და მის ნაცვლად საჭირო ორგანოებს შეატყობინოს ძალადობის ფაქტის შესახებ.

BOG
BOG

ცნობილი პროდუქტების შეფუთვები მინიმალისტურ სტილში – კრეატიული პოსტერები

„საბავშვო ევროვიზია 2017“-ის კონცეფციაზე, ლოგოსა და სლოგანზე Saatchi&Saatchi Tbilisi-მა იმუშავა