in

Is this how you see me? — კამპანია, რომელიც მცდარ წარმოდგენებს ამსხვრევს

იუნესკოს უახლესი კამპანია მიზნად ისახავს, სიბერის ის მხარე გამოავლინოს, რომელიც ხშირად შეუმჩნეველი რჩება… მთელი ფოკუსი იმ მოხუცებისკენაა მიმართული, ვინც ყოველდღიურად განიცდის მარტოობას, სასოწარკვეთას, ძალადობას.

BOG

აღსანიშნავია, რომ კამპანიაზე მუშაობისას ხელოვნური ინტელექტი გამოიყენეს — ტენდენციური თემა, რათა მნიშვნელოვან საკითხზე გაემახვილებინათ ყურადღება. მთავარი იდეა სიბერის იდეალიზაციასთან დაპირისპირებას ეხება, რომლის მიღმაც უამრავი პრობლემა დგას. „ჩვენ მიდრეკილნი ვართ სიბერის რომანტიზებისკენ, რომელიც სამწუხაროდ ბევრისთვის სრულიად მიუწვდომელია. მცდარი წარმოდგენები კი მილიონობით ხანდაზმული ადამიანის რეალობას გვიფარავს“.

ამ შემთხვევაში UNESCO ბრაზილიის სტატისტიკას ეყრდნობოდა: ადამიანის უფლებათა ეროვნული ომბუდსმენის მონაცემებით, 2022 წელს ბრაზილიაში ძალადობის 97 ათასი შეტყობინება დაფიქსირდა. 2023 წლის პირველ კვარტალში — 47 ათასზე მეტი შეტყობინება და 282 ათასზე მეტი დარღვევა.

პირველი საინვესტიციო, სპორტულ-გამაჯანსაღებელი, მულტიფუნქციური კომპლექსი რეგიონში – „ალიანს ჯგუფის” ახალი კონცეფცია უძრავი ქონების ბაზარზე

რატომ გვიყვარს სევდიანი ფილმები?