მიუხედავად იმისა, რომ დღეს მომხმარებელთა გამოცდილება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, ზოგიერთ შემთხვევაში კი შემოსავალიც გაიზარდა, მომსახურების ხარჯების ზრდამ მოგება გადაფარა და ისეთი რისკებიც წარმოაჩინა, როგორებიცაა კიბერუსაფრთხოება და სისტემური ხარვეზები…
ხოლო ციფრულ ეპოქაში ის, თუ როგორ ქმნიან კომპანიები ღირებულებებს, საფუძვლიანად შეიცვალა. თუმცა ამას კომპანიათა ნახევარი მაინც ვერ უწყობს ფეხს… მიზეზი კი აშკარაა — ორგანიზაციები ხშირად ფიქრობენ ციფრულ ტრანსფორმაციაზე იმის ნაცვლად, რომ უფრო კონკრეტულად განიხილონ, როგორ შექმნან და შემდეგ მიიღონ ღირებულება ციფრული არხების დახმარებით. ფოკუსირება კი სწორედ ღირებულებით უნდა დაიწყოს და დამთავრდეს.
ეს აზროვნების, მუშაობის, ნიჭის განვითარების, ქულების შენარჩუნების, ორგანიზების, პარტნიორობისა და ინოვაციურობის მიდგომების შეცვლას გულისხმობს, რათა ციფრულ ეკონომიკაში კონკურენტუნარიანები იყოთ. კომპანიები, რომლებიც ამას აკეთებენ, „მომავლისთვის მზად არიან“ და მათგან ყველაზე წარმატებულები ციფრული ინიციატივების პოტენციური ღირებულების 70%-ზე მეტსაც კი გამოიმუშავებენ.
ციფრული ღირებულების სამი ტიპი
იმისათვის, რომ ხელმძღვანელებსა და მათ კომპანიებს მომავლისთვის მზა აზროვნების ქონაში დავეხმაროთ, საკვანძო საკითხი ციფრული ღირებულების 3 ტიპის გააზრებაა. ეს ტიპები წარმოადგენს, სად და როგორ შეიძლება შეიქმნას ღირებულება, ამასთან სივრცეებს, სადაც ღირებულების დაკარგვის რისკი არსებობს…
ღირებულება მომხმარებლებისგან
ეს კომპანიის ეკოსისტემის მონაწილეებისგან მიღებულ შემოსავალს, მომხმარებლებისა და პარტნიორებთან მუშაობით მიღებულ ახალ ღირებულებებს მოიცავს. ამ ტიპს ყველაზე მეტად აკვირდებიან და სარისკოდაც მიიჩნევენ. მაგრამ რაც უფრო მეტად გადადიან კომპანიები ციფრულ და პარტნიორობაზე დაფუძნებულ მოდელებზე, ეკოსისტემების ღირებულება უფრო მნიშვნელოვანი და გავლენიანი ხდება ძირეული ხაზისთვის. თითქმის ყველა კომპანიას შეუძლია გამოიმუშაოს მნიშვნელოვანი ღირებულება ეკოსისტემებისგან, რომლებშიც ისინი პარტნიორებს, როგორც უფრო მეტ მომხმარებელთან წვდომისთვის, ისე მეტი პროდუქტისა და სერვისის დამატებისთვის იყენებენ.
მოქმედება ციფრული ღირებულების შესაქმნელად
მას შემდეგ, რაც მკაფიო ხედვა გექნებათ იმის შესახებ, თუ რა ტიპის ღირებულებები არსებობს, რამდენიმე ძირითადი მოქმედების შესრულება მოგიწევთ იმისათვის, რომ ციფრული ღირებულება შექმნათ:
დაადგინეთ დომენის შესაძლებლობები
ეს თქვენი ინდუსტრიის მიღმა ფიქრს ნიშნავს. ციფრულობა იმის წარმოდგენას ეხება, თუ რა არის შემდეგი და რაზეც არ ფიქრობთ, რომ შესაძლებელია, რათა თქვენი მომხმარებლებისთვის სრული ახალი ღირებულების შეთავაზება შეძლოთ. მაგალითად, Shopify ონლაინ ბიზნესის დომენს საშუალებას აძლევს, მოამარაგოს პლატფორმა პარტნიორებით, რომლებიც რამდენიმე ინდუსტრიიდან მომხმარებლის მთლიან მოგზაურობას უჭერენ მხარს. მომსახურება ბრენდის შექმნას, ონლაინ დასწრებას, მაღაზიის გახსნას, გაყიდვას, ლოჯისტიკასა და მიწოდებას, გადახდების დამუშავებასა და ყოველდღიურ მართვას მოიცავს. მსგავსად, Shopify ქმნის ღირებულებებს ინტეგრირებული გადაწყვეტილებების შეთავაზებით, რათა დააკმაყოფილოს მომხმარებელთა მთლიანი დომენის საჭიროება. იგი უკვე Amazon-ის შემდეგ, კომერციული გაყიდვებით მეორე ადგილსაც კი იკავებს.
ხოლო დომენის შესაძლებლობების იდენტიფიცირებისთვის, თქვენი ტიპური მომხმარებლის მოგზაურობის გზა უნდა გაიაროთ, თქვენი კომპანიის გარეთაც კი. უნდა განიხილოთ, როგორ შეგიძლიათ მისი გაუმჯობესება ან ფლობა, როგორც ერთჯერადი დანიშნულების ადგილის, რომელიც დამატებითი სერვისების მისაღებად პარტნიორობას აწარმოებს.
შექმენით ურთიერთგამაძლიერებელი, სამომავლოდ მზა შესაძლებლობები
კომპანიების უმეტესობა თავიანთი კულტურის შეცვლას ვერ ახერხებს, რადგან ამას ხშირად იმ პროგრამით აკეთებენ, რომელიც კულტურის აღწერას ეძღვნება. დიახ, ეს არასწორია. კულტურა რუტინებით, საერთო ღირებულებებითა და არაფორმალური ნორმებით იქმნება და არა, კარნახითა თუ ტრენინგებით. ჩვევების ამგვარ ცვლილებას უკეთ გაუმკლავდებით სამომავლოდ მზა შესაძლებლობების შექმნით, რაც თქვენს კომპანიას დაეხმარება, თქვენი ციფრული ინიციატივებისგან ღირებულება შექმნას.
დაასაქმეთ ციფრული პარტნიორები
პარტნიორობა არ არის მიზანი, არამედ გზა სამომავლო მზადმყოფი კომპანიებისთვის, რათა ეკოსისტემებისგან ღირებულების შექმნის მიზანს მიაღწიონ. ციფრულ პარტნიორებს შეუძლია, ციფრული კავშირების დახმარებით, კომპანიის მიღწევადობა გაზარდოს. მოდით, Zillow-ს კომპანიას დავაკვირდეთ, რომელიც მომხმარებელთა საჭიროებების დასაკმაყოფილებლად ახალ გზებს პოულობს — მათ მომხმარებლებისთვის სახლის პოვნით დაიწყეს, მაგრამ შემდგომში მოგზაურობამ 6-ზე მეტი ინდუსტრია მოიცვა, როგორიცაა, მაგალითად დაზღვევა და ფინანსები. შემოიყვანეს უძრავი ქონების აგენტები, იპოთეკური ბროკერები და იურისტები… ამ სერვისების უმეტესობის ციფრულად მიწოდება კი სახლის ყიდვის პროცესს ამარტივებს და უკეთეს გამოცდილებასაც ქმნის. ეს ყველაფერი, თავის მხრივ, Zillow-სთვისაც ქმნის შესაძლებლობას, რათა მიიღოს მეტი ღირებულება ტრანზაქციების ხარჯებიდან.
ინვესტიცია განახორციელეთ ციფრულ ცოდნაში
ციფრულად მოაზროვნე კომპანიებს არ აქვთ „ჩვენ VS ისინი“ ან თითით მიმანიშნებელი მენტალობა IT/ციფრულ და ორგანიზაციის სხვა ნაწილებს შორის. ყველას სურს, იყოს ციფრულად საზრიანი, იქნება ეს ახალი დაქირავებული, თუ მთავარი საბჭოს წევრი. აქ სარგებლისა და რისკების ერთობლივი პასუხისმგებლობა არსებობს. მაგალითად, DBS-ს პროგრამამ ციფრული ცოდნის ხელშეწყობა მთლიან საწარმოში ისეთი ქმედებებით გადაწყვიტა, როგორებიცაა თითოეულ ბიზნეს ერთეულში ინოვაციების ადვოკატების ჩანერგვა, სწრაფი პრაქტიკების დანერგვა და თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლება.
დიახ, ციფრული ტალღა არ ჩერდება და მის ქვეშ მოქცევაც საკმაოდ მარტივია… მაგრამ იმისათვის, რომ მომავლისთვის ნამდვილად მომზადებული იყოთ და თავიდან აიცილოთ ფინანსური ზიანი, კონკრეტულ გზებზე უნდა ფოკუსირდეთ, რათა შექმნათ და მიიღოთ ციფრული ღირებულება.
წყარო: HBR