in

ისწავლეთ რეკლამით მანიპულაცია

ყველამ იცის, რომ რეკლამა მანიპულირებაა, ყველამ იცის რომ რეკლამირებული პროდუქტი (ხშირ შემთხვევაში) სიმანდვილეში ის არაა რასაც გვთავაზობენ და მაინც, ყველა უყურებს, უსმენს და გადაწყვეტილებას ტელევიზორის, სარეკლამო ბანერის ან ჟურნალ-გაზეთში ნანახი მომხიბვლელი რეკლამის მიხედვით აკეთებს. რას აკეთებს რეკლამა, როგორ მანიპულირებს ჩვენზე?! ამაზე არაერთი ნაშრომი დაწერილა და არაერთი დოკუმენტური ფილმი გადაღებულა. მარკეტერზე შეუძლებელია მთელი ამ მასალის განთავსება, რის გამოც ავარჩიეთ მოკლე მიმოხილვა სადაც რეკლამით მანიპულირების 7 ძირითად ხერხზეა ლაარაკი.

 

1. სურვილებზე ზეწოლა

ყველას აქვს მომენტი როდესაც ფიქრობს რომ არაფერს წარმოადგენს “შენ არაფერი არ ხარ”, “ის შენი ბავშვობის მეგობარი შენზე კარგი იყო და დღემდე შენზე კარგი დარჩა”. ხშირია მომენტები როდესაც ადამიანი საკუთარ თავში იმდენად არაა დარწმუნებული რომ ყველა და  ყველაფერი მასზე უკეთესი ჰგონია.

გაიხსენეთ რეკლამები სადაც ნათელ და ბედნიერ მომავალზეა ყურადღება გამახვილებული. საქართველოში დაახლოებით 15 წლის წინ გამოჩნდა ამდაგვარი რეკლამები, მაგალითად გაიხსენეთ ბაუნტის რეკლამა სლოგანით “ბაუნტი, ღვთაებრივი ნეტარება’

2. დაშინება

ადამიანები მშიშრები ვართ, გასანკუთრებით მაშინ როდესაც საქმე  ჩვენს გარეგნობას და ჯანმრთელობას ეხება.

რაც უფრო წლები ემატება ადამიანს, მით უფრო მშიშარა ხდება. ცდილობ მაქსიმალურად ახალგაზრდულად გამოიყურებოდეს და მაქსიმალურად “გაიხანგრძლივოს” სიცოცხლე.

რაც შეეხება გარეგნობას, ადამიანებზე იმით ნამიპულირება, რომ ისინი მომხიბვლელად არ გამოიყურებიან  და რომელიმე ბრენდი ან პროდუქტი მათ უფრო სიმპათიურს და მიმზიდველს გახდის, ეს ყველაფერი კარგად ნაცადი და მომგებიანი მეთოდია.

3. პრობლემის წარმოქმნა და მისი გადაჭრის იოლი გზა

როდესაც რეკლამამ თავისი მომხარებელი უკვე შეაშინა, დროა პრობლემა გადავუჭრათ და რეკლამირებული პროდუქტი “ბედნიერების ბილეთად”  ვაქციოთ.

კბილებზე აღარაა ბაქტერიები,  ნაოჭებიც აღარ არსებობს, წონაშიც საგრძნობლად დავიკელით აღარც ცელულიტი გვაწუხებს და მეტი რა გვინდა.

4. “შეიძლება და შესაძლებელია-ს” ილუზია

ამ ხერხს ძირითადად ბანკები იყენებენ. “აიღეთ კრედიტი და ყველაფერი შესაძლებელი გახდება”  “თქვენთვის ყველაფერი ნებადართულია”.

5. ავტორიტეტები

ყველაფერში კომპეტენტურები ვერ ვიქნებით, ამიტომ გვიწევს ამა თუ იმ საკითხზე პროფესიონალებისგან რჩევების მიღება. გავიხსენოთ რეკლამები სადაც მსახიობები გადაცმულები არიან თეთრ ხალათებში, თამაშობენ იურისტებს, ექსპერტებს აბსოლუტურად ყველა დარგში და გვარწმუნებენ რომ მათი უნდა გვჯეროდეს.

6.  შედარებითი სიტყვების მაქსიმალური გამოყენება

სიახლე, ახალი, უნიკალური, შეუდარებელი,  პირველი, რევოლუციური, ეფექტური…

ეს ის სიტყვებია რომლებიც აუდიტორიაზე ყველაზე კარგად მოქმედებს.  საკმარისია გაიგონონ სიტყვა რომელიც პროდუქტს კონკურენტულ პროდუქტზე მნიშვნელოვანს გახდის  და მომხმარებელის არჩევანი იცვლება.

7.  … და ყველაზე მთავარი

მომხიბვლელი ქალი მთელი თავისი “ავლა–დიდებით”.



დაფიქრდი სანამ უცნობთან გექნება სექსი

რამდენად ეფექტურია მოდის მარკეტინგი ქართულ ბაზარზე