in

ეს პატარა ობიექტივი სმარტფონს მიკროსკოპად აქცევს

მეცნიერება ერთი გამოწვევის წინაშე დგას — ტრადიციული მიკროსკოპები კი ძალიან ეფექტურია, მაგრამ ძალიან ძვირიცაა, არც მათი ლინზები და არც არსებული მექანიზმები აძლევს ინდივიდებს სპონტანური კვლევების ჩატარების საშუალებას. ამ საკითხის გადაჭრას კი ახლა iSeeing-ის iMicro Q3 გვთავაზობს. მიკროსკოპულ სამყაროს პირდაპირ თქვენ ხელებში მოაქცევს და სმარტფონის კამერაზე დაიდებს ბინას. 

iMicro Q3 მაღალი რეზოლუციის სიმძლავრითა და გაუმჯობესებული ფუნქციებით გამოირჩევა, იგი 1200-ჯერ გაფართოების საშუალებას გვაძლევს. ასე ტრადიციული ოპტიკური მიკროსკოპების შეზღუდვებსაც გამოწვევის წინაშე აყენებს, რაც მას შესანიშნავ ხელსაწყოდ ხდის მეცნიერული დაკვირვებისთვის. კომპაქტური და მსუბუქია, ტელეფონზე დამაგრებულიც თითქმის არ ჩანს, მისი შესაძლებლობები კი სურათებზე შეგიძლიათ იხილოთ:


დიახ, სტუდენტებს, ენთუზიასტებსა და ადამიანებს, რომელთაც მეცნიერული კვლევების ჩატარება განუზრახავთ, ეს ძალიან გამოადგებათ. თუმცა კონცეფცია არ გეგონოთ, მისი ყიდვა 25 დოლარად უკვე შესაძლებელია

„გრადა ვილას” გაყიდვები დაიწყო! – კეთილმოწყობილი საცხოვრებელი უბანი დიღომში

ვინ არის ბენქსი? – პოპულარული თეორიები ხელოვანის იდენტობის შესახებ