in

ISET-ში ცირკულარული ეკონომიკის კურსის სწავლება დაიწყო

2019 წელს, პირველად საქართველოში, ბაკალავრიატის საფეხურზე ცირკულარული ეკონომიკის კურსის სწავლება დაიწყო. აღნიშნული კურსი ახალი სასწავლო წლიდან, კერძოდ, სექტემბერში დაიწყო. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის, ISET-ის სტუდენტებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ ცოდნა ცირკულარული ეკონომიკის სფეროში.

BOG
BOG

ცირკულარული ეკონომიკის კურსის დანერგვა შესაძლებელი გახდა ISET-სა და გარემოსდაცვით არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-ს შორის თანამშრომლობის ფარგლებში.

“ნამდვილად მნიშვნელოვანი დისციპლინაა გარემოსდაცვითი და ზოგადად ცირკულარული ეკონომიკა ეკონომიკის სფეროსთვის, რადგანაც იგი რამდენიმე დისციპლინას აერთიანებს. მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ სტუდენტებმა გაიგონ, როგორ შეიძლება ის თეორიული ცოდნა, რომელსაც ზოგადად ეკონომიკის კურსებზე იღებენ, გამოიყენონ პრაქტიკაში.” ლევან ფავლენიშვილი, ლექტორი

სასწავლო კურსი ISET-სა და CENN-ს შორის, USAID-ის პროგრამის ნარჩენების მართვის ტექნოლოგია რეგიონებში თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება.

[R]

რატომ უნდა დავესწროთ თბილისურ Startup Grind-ს?

პარიზის ოლიმპიური თამაშების ახალი ლოგო და ასოციაციები