ISET-ის ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები უკვე ზედიზედ მესამე წელია საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მიერ გამოცხადებულ პრესტიჟულ კონკურსში “Fund Challenge” იმარჯვებენ.
სტუდენტური კონკურსი მსოფლიო მასშტაბით ტარდება და მასში 35 ქვეყნის ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტია ჩართული.
„უკვე სამი წელია, რაც ISET-ის სტუდენტები IMF-ის კონკურსში იმარჯვებენ. ჩვენი გუნდი სტუდენტების პროფესიულ განვითარებასა და წარმატებაზე მუდმივად ზრუნავს და მოხარულები ვართ მიღებული შედეგით“ -აცხადებენ ISET-ში.
გამარჯვებული პროექტი ISET-ის მეოთხე კურსის ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს, ნინო სარიშვილს და მერი ჯულაყიძეს ეკუთვნით. კონკურსში მათ ერთ-ერთი წამყვანი ქვეყნის ეკონომიკის ანალიზი წარადგინეს.
შედეგად, გამარჯვებულები IMF-ის მიერ გამართულ რამდენიმე ღონისძიებას დაესწრნენ და ფონდში დასაქმების შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციას გაეცნენ.
[R]