„ისევ ერთად ვიაროთ“ – ამ გზავნილით და ახალი ვიდეორგოლით „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ მომხმარებელს იაპონური ბრენდის ფილოსოფია შეახსენა. „ტოიოტა“ იმედთან, ერთგულებასა და ხანგრძლივ პარტნიორობასთან ასოცირდება, რასაც იაპონური ანიმაციის, ანიმეს სტილში შექმნილი ვიდეო საუკეთესოდ წარმოაჩს; ნამუშევარი აერთიანებს ღირებულებებს, რომლებსაც საერთაშორისო იაპონური ბრენდი უკვე წლებია ერთგულად ემსახურება.
ვიდეორგოლის სცენარის ინსპირაცია ფილმი „ჰაჩიკო“ გახდა, რომლის მთავარი პერსონაჟი იაპონური ჯიშის ძაღლი აკიტაა. სწორედ „ჰაჩიკოს“ ისტორია და მისი ერთგულების იდეაა გაცოცხლებული ვიდეოში. რგოლში ვხვდებით Toyota Camry-ს, მოდელს, რომელიც უკვე 40 წელია მომხმარებელს ერთგულად ემსახურება. სწორედ Camry-ის განვითარების ეტაპებია ვიდეორგოლში განსაკუთრებულად ემოციურად გადმოცემული, რადგან ის მთავარ გმირთან და ჰაჩიკოსთან ერთად იზრდება.
ანი თედიაშვილი, „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ მარკეტინგის მენეჯერი: „გვსურდა, შეგვექმნა ვიდეო, რომელიც გააერთიანებდა ქართულ-იაპონურ კულტურებს და წამოაჩენდა ბრენდის ძრითად ღირებულებებს. გზავნილი – „ისევ ერთად ვიაროთ“, საუკეთესოდ უკავშირდება „ტოიოტას“ ბრენდის ფილოსოფიას და ეხმიანება მის მთავარ სლოგანს – “Let’s Go Places” (დავიწყოთ მოგზაურობა). ფრაზა „ტოიოტასა“ და მომხმარებელს ერთი მიზნის გარშემო აერთიანებს: ხანგრძლივი და საიმედო პარტნიორობისთვის.
ჩვენი ახალი ვიდეორგოლი უნიკალურია, რადგან ბრენდის ფილოსოფიას საინტერესო სცენარით გადმოსცემს. ვიდეოში მოთხრობილი ისტორია ძალიან ემოციურია. საავტომობილო ინდუსტრიაში მარტივი არ არის ემოციებზე აქცენტი ისე გააკეთო, რომ მთავარი სათქმელი არ დაკარგო. ვფიქრობ, ამ ვიდეოში ჩვენ ეს შევძელით.
ემოციებს კიდევ უფრო ამძაფრებს City Pop- ის მიმდინარეობის მუსიკა. City Pop 1970-80-იანი წლების იაპონიაში წარმოიშვა და მასში შერწყმულია სინთეზატორების, ჯაზისა და პანკის ელემენტები, რაც ჰარმონიულ და სადღესასწაულო ხასიათს ქმნის. კომპოზიციები ასოცირდება სწორედ 80-იანი წლების იაპონიის რეტრო და ანიმეს კულტურასთან“.
ვიდეორგოლზე კრეატიული სააგენტოს Quick-ის შემოქმედებითმა ჯგუფმა იმუშავა. მუსიკისა და ხმის დიზაინზე კი Heima Production-მა .
„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ტოიოტა ცენტრი თეგეტა” საქართველოს ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. კომპანია მონობრენდულია და მისი მომსახურება სრულიად ტოიოტას ავტომობილებზეა ფოკუსირებული. ამ ეტაპზე კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ტოიოტას უახლესი მოდელების ავტომობილებს, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და მომსახურებას. სერვისი აღჭურვილია თანამედროვე ავტორიზებული პროგრამებითა და კვალიფიციური პერსონალით.
[R]