25
Nov
2016

ისევ გჯერათ სასწაულების? გაიგეთ, რა ხდება საახალწლოდ Versace–ს დახურულ კარს მიღმა

25 Nov 2016

კობი
კობი


ის, რომ სანტა ჩრდილოეთით ცხოვრობს,  აქვს დიდი სათამაშოების ქარხანა, ირმები, დიდი ციგა და ჰყავს ბევრი დამხმარე ელფი, ყველა ბავშვმა კარგად იცის. მაგრამ იმას, თუ რა ხდება საახალწლოდ მსოფლიოში ერთ–ერთი წამყვანი ბრენდის Versace–ს დახურულ კარს მიღმა, ნამდვილად ჩვენგან გაიგებთ. ბრენდმა ჯადოსნური ვიდეორგოლი გამოუშვა და გადაწყვიტა უფროსებისთვისაც შეექმნა საახალწლო ზღაპარი, რომელზეც უარს ვერავინ იტყვის.

 

ახალ ვიდეორგოლში ბრენდი სანტად წარმოგვიდგა, ოღონდ, უფრო დახვეწილი მოდური აქცენტებით. Versace–მ ელფების ჩაცმულობაზეც იზრუნა და წითელი და მწვანე ფერების ნაცვლად, შავ, კლასიკურ სამოსში გამოაწყო ერთგული დამხმარეები. რაც შეეხება საჩუქრებს, ამის მხოლოდ წარმოდგენა არც ისე მარტივია. ულამაზეს სასაჩუქრე ყუთებში Versace–ს ელფები ბრენდის უახლეს შედევრებს ათავსებენ, წითელი ლენტით აფორმებენ და გასაგზავნად ამზადებენ.

განხილვა