1
May
2017

Diesel–ის კამპანია Make Love Not Walls გრძელდება!

1 May 2017

Elit Electronics


Diesel–ის კამპანია #makelovenotwalls–ს გრძელდება და ბრენდმა უკვე მეორე რგოლი გამოუშვა, ამჯერად, იაპონიისთვის, რომელიც პირველზე არანაკლებ ეფექტური და პროვოკაციულია. კაპანიის საფუძველი კვლავ ის კედლები გახდა, რომელიც ბოლო დროს აქტუალური პოლიტიკური განხილვის საკითხი გახდა. კედლები, რომლებიც ზოგს თავის დაცვის საუკეთესო გამოსავლად მიაჩნია, ბევრისთვის გაყოფის, განცალკევებისა და გარიყვის მცდელობის შთაბეჭდილებას ტოვებს. თუმცა, იქ, სადაც სიყვარულია, აუცილებლად არის საოცარი შემართება და ბრძოლისუნარიანობა, ისეთი კომპანიები კი, როგორიც Diesel–ია, ყოველთვის დიდი სიხარულით მიიღებენ ამ გრძნობების გამოღვიძებაში მონაწილეობას. ესეც კიდევ ერთი არაჩვეულებრივი სამოტივაციო ვიდეორგოლი, მათთვის, ვინც არ ეგუება ბარიერებს.

 

განხილვა