in

იშოპინგე კრიპტოთი: Dressup ჯგუფის ყველა მაღაზიაში!

კრიპტოთი შოპინგზე რას იტყოდი? რომ შეგეძლოს კრიპტოს ავტოკონვერტაციით მარტივად შეიძინო ფეხსაცმელი, ქურთუკი ან ჩემოდანი? დაინტერესდი? მაშინ კარგი ამბავი გვაქვს – თუ Coinmania-ს ციფრული საფულე გაქვს, ეს უკვე შეგიძლია!

Coinmania x Electra Pay x Dressup ჯგუფი დამეგობრდნენ! კრიპტოს გამოყენებით, QR კოდის დასკანერებით, შოპინგი უკვე შესაძლებელია Dressup ჯგუფის 80-ზე მეტ მაღაზიაში თბილისში, რუსთავში, ზუგდიდსა და ბათუმში. სერვისი ხელმისაწვდომია Coinmania-ს საგადახდო პროვაიდერ Electra Pay-ის ციფრული ტერმინალით გადახდისას, ექსკლუზიურად Coinmania-ს მომხმარებლებისთვის. Dressup ჯგუფის პორტფელი აერთიანებს ისეთ ცნობილ ბრენდებს, როგორებიცაა: 𝗟𝗲𝘃𝗶’𝘀, 𝗖𝗮𝗹𝘃𝗶𝗻 𝗞𝗹𝗲𝗶𝗻, 𝗟𝗮𝗰𝗼𝘀𝘁𝗲, 𝗧𝗼𝗺𝗺𝘆 𝗛𝗶𝗹𝗳𝗶𝗴𝗲𝗿, 𝗧𝗼𝗺𝗺𝘆 𝗝𝗲𝗮𝗻𝘀, 𝗝𝗮𝗰𝗸 & 𝗝𝗼𝗻𝗲𝘀 და არამხოლოდ.

„Coinmania-ს მიზანი ყოველთვის იყო კრიპტოს გავრცელების წახალისება და ჩვენი მომხმარებლებისთვის კრიპტოს ყოველდღიურობაში გამოყენების შესაძლებლობების შექმნა. რადგან კრიპტო ჯერ კიდევ „ახალი ხილია“, მნიშვნელოვანია ისეთი კრიპტომეგობრული კომპანიების ჩართულობა, რომლებიც ამ ინიციატივას ადრეულ ეტაპზე შემოუერთდებიან. გვახარებს პარტნიორობა Dressup ჯგუფთან, რომელიც მრავალი წელია ბაზარზე ხარისხისა და მაღალი დონის მომსახურებით გამოირჩევა. ჩვენი პარტნიორი კრიპტომეგობრული ობიექტების სიას, სულ მალე, ყველასთვის ცნობილი კომპანიები დაემატებიან“, თათული ქოჩაქიძე, Coinmania-ს კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი.

როგორ გამოიყენო შენი კრიპტოაქტივები საშოპინგოდ?

  • მოითხოვე Dressup ჯგუფის ნებისმიერ მაღაზიაში კრიპტოს კონვერტაციით გადახდა
  • გაიარე ავტორიზაცია Coinmania-ს შენს საფულეში
  • დაასკანერე გადახდის QR კოდი
  • აირჩიე სასურველი კრიპტო (დარწმუნდი, რომ ბალანსი საკმარისია)
  • დააჭირე კონვერტაციას და მერე გადახდას. სულ ესაა!

მთავარია, იყო Coinmania-ს ვერიფიცირებული მომხმარებელი და გაიაქტიურო Coinmania-ს პარტნიორი საგადახდო პროვაიდერ Electra Pay-ის სერვისი. დაიწყე კრიპტოთი შოპინგი!

[R]

თიბისი კამპუსის განათლების პროგრამები იწყება

Cannes Lions Young Lions Georgia 2025-ის Print კატეგორიის ოქროს ჯილდოს მფლობელები