in

ქართულმა გუნდმა ცნობილ იუთუბერს, iShowSpeed-ს, Minecraft-ის სერვერი შეუქმნა

იუთუბერი და რეპერი,  iShowSpeed მსოფლიოშია ცნობილი. მის არხებს რამდენიმე მილიონი გამომწერი ჰყავს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის, საქართველოდანაც. პოპულარულ ვიდეოპლატფორმაზე „სფიდი” პირველად 2017 წელს გამოჩნდა და სახელი, ძირითადად, ვიდეოთამაშების კონტენტის შექმნით გაითქვა. აღსანიშნავია, რომ 2022 წელს მე-12 Streamy Awards-ზე იუთუბერი „წლის სტრიმერად” დასახელდა. 

bog
bog-mob

2024 წლის იანვარში iShowSpeed-ს ქართული გუნდი დაუკავშირდა. გუნდის წევრები არიან გიორგი ხორავა, გიორგი გაიაშვილი, ნიკოლოზ რაფავა და ანდრია კახიანი. მათ აერთიანებთ სტარტაპი GEONEX, რომელიც კლიენტებს ვიდეოთამაშების სერვერების მენეჯმენტს სთავაზობს. გუნდი თავისი საქმიანობის განსახორციელებლად სხვადასხვა დიდ კომპანიასთან, მათ შორის, APEX Hosting-თან თანამშრომლობს.

სწორედ ამ იდეით მისწერეს მათ ცნობილ იუთუბერსაც და შესთავაზეს ლეგენდარულ თამაშში, Minecraft-ში საკუთარი სერვერის შექმნა. გარკვეული პროცედურებისა და შეთანხმების პირობების გავლის შემდგომ, თებერვლის ბოლოსკენ პირველი ტრეილერიც გამოჩნდა, რომელიც iShowSpeed-ს თავის არხზე აქვს განთავსებული:

გიორგი ხორავა: 

„iShowSpeed-ს პირველად Discord-ის მეშვეობით დავუკავშირდით. მოლაპარაკებები წარმატებული გამოდგა და მალევე გავუკეთეთ საკუთარი თამაში Minecraft-ში, სადაც შეუძლია, რომ თავისი გამომწერები მიიწვიოს, მათთან ერთად ჩაატაროს სტრიმები, გაერთოს და დრო გაატაროს პირადად მისთვის შექმნილ სერვერზე. ერთ-ერთი ასეთი ღონისძიების ბმული შემიძლია, გაგიზიაროთ.

პერიოდულად ამ სერვერზე ივენთებს ვაკეთებთ და მომხმარებლებს სხვადასხვა აქტივობაში ვრთავთ. მაგალითისთვის, ერთ-ერთ ბოლო ასეთ ივენთზე გამომწერებს თავიანთი სურვილისამებრ ავაშენებინეთ Minecraft-ში რაღაცები, რადგან ამ თამაშიც მთავარი ნიშაა ინოვაცია და შენება. iShowSpeed დაჰპირდა გამომწერებს, რომ ვისი შექმნილი ნივთიც ყველაზე ლამაზი გამოვიდოდა, იმას უყიდდა – ასეთი აქტოვობებისთვის იყენებს იუთუბერი ჩვენ მიერ შექმნილ სერვერს”.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

უქომაგე საქართველოს ნაკრებს სელფის ფანზონებში გერმანიაში

ჯონ სტენმაიერის გამოფენა „გამოღვიძება“ MoMa Tbilisi-ში