28
Dec
2017

კუნძული ელექტროენერგიის გარეშე! – Duracell-ის კამპანია პუერტო-რიკოსთვის

28 Dec 2017



პუერტო-რიკო – ადგილი, რომელიც ტურისტებს ყოველთვის იზიდავდა თავისი კულტურით, მუსიკით, ცეკვით, ცხოვრების საოცარი რიტმით, თავისუფლებით და სტუმართმოყვარე მასპინძლებით. ყოველ შემთხვევაში, ასეთი იყო მანამ, სანამ მას ქარიშხალმა მარიამ არ გადაუარა და მთელი კუნძული ელექტროენერგიის გარეშე არ დატოვა. მიუხედავად იმისა, რომ ქარიშხალმა არც საცხოვრებელი შენობები, სხვადასხვა დაწესებულებები თუ საწარმოები არ დატოვა მთელი, მოსახლეობის ძირითადი პრობლემა მაინც ელექტროენერგია, რომელიც მანამ არ აღდგება, სანამ სადგურის განახლება არ დასრულდება. იქამდე კი ადგილობრივები ფარ-ხმალს არ ყრიან და ელემენტებით განათებული ფარნების შუქზე განაგრძობენ ქუჩებში სალსას მუსიკის თანხლებით ჩვეულ ცხოვრებას. Duracell-მა თავის მხრივ დახმარება გადაწყვიტა და მოსახლეობა მაღალხარისხიანი ელემენტებით მაქსიმალურად უზრუნველყო, სააგენტო Wieden​ ​+​ ​Kennedy-ის მიერ მომზადებული სარეკლამო ვიდეორგოლით კი საზოგადოებასაც მოუწოდა დახმარებისკენ.

 

განხილვა