სწრაფად განვითარებად სამედიცინო სფეროში ნდობას და ხარისხს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. როდესაც საქმე ჯანდაცვას ეხება, პროვაიდერმა კომპანიებმა სრული პასუხისმგებლობა უნდა აიღონ მათი სამედიცინო აღჭურვილობების ხარისხზე, უსაფრთხოობაზე, საიმედოობასა და უმაღლეს სტანტარტებთან შესაბამისობაზე.
ყოველივე ამის გარანტია ISO საერთაშორისო სერთიფიკატი, რომელიც კომპანია 4Hospitals-მა 2024 წლის ივნისში დაიმსახურა და ამით გააძლიერა მისი პასუხისმგებლობა ადგილობრივ სამედიცინო ბაზარზე.
4ჰოსპიტალს არის წამყვანი სამედიცინო პროდუქციის და სერვისების პროვაიდერი კომპანია, რომელიც 2014 წლიდან დღემდე, მუდმივად თვალს ადევნებს არა მხოლოდ ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე მიმდინარე მოვლენებს, სწავლობს სიახლეებს და ქართულ სამედიცინო დაწესებულებებს სთავაზობს მაღალტექნოლოგიურ, უახლეს სამედიცინო პროდუქციას ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: სამედიცინო ავეჯი და აპარატურა, ტრავმატოლოგია, ლაპაროსკოპია, ქირურგიული სახარჯი მასალები, ლაბორატორია, პლასტიკური ქირურგია.
რა არის ISO სერთიფიკატი?
ISO (სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაცია) ადგენს მკაცრ საერთაშორისო სტანდარტებს სხვადასხვა ინდუსტრიაში ხარისხის, უსაფრთხოებისა და ეფექტურობის უზრუნველსაყოფად.
რატომ არის მნიშვნელოვანი ISO ხარისხის მენეჯმენტის სერთიფიკატი სამედიცინო სექტორში?
სამედიცინო სექტორში, ISO ხარისხის მენეჯმენტის სერთიფიკატი, პირდაპირ უსვამს ხაზს კომპანიის მაღალ სტანდანდარტებს, პროდუქციის და სერვისის ხარისხის სრულ კონტროლს, მარაგებისა და მიწოდების ოპტიმიზაციას, შიდა სისტემების გამართულობას და ზრდის კომპანიის სანდოობას ადგილობრივი სამედიცინო დაწესებულებებისთვის.
- პროდუქტის ხარისხის უზრუნველყოფა – სერთიფიკატი ზრდის კომპანიის პასუხისმგებლობას, რომ დაიცვას ხარისხის მაღალი სტანდარტები.
- უსაფრთხოების გარანტია – ISO სერთიფიკატი ნიშნავს, რომ ჩვენ ვიცავთ უსაფრთხოების მკაცრ პროტოკოლებს, რომლებიც შეესაბამება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მოთხოვნებს და უზრუნველყოფს ბაზრის მოთხოვნების შესაბამის დაკმაყოფილებას.
- ნდობა და გამჭვირვალობა, გამარტივებული მიწოდების ჯაჭვი – მომხმარებლებში იზრდება ნდობა კომპანიის სამუშაო პროცესის ყველა ნაბიჯზე, ხარისხიანი პროდუქციიდან სრულყოფილ სერვისამდე და უწყვეტ, დროულ მიწოდებამდე.
- რეგულაციებთან შესაბამისობა – გარანტია, რომ პროდუქციის ჩამონათვალში თითოეული კომპონენტი შეესაბამება ჯანდაცვის რეგულაციებს და სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს.
ISO სერთიფიკატი არ არის ერთჯერადი მიღწევა, არამედ მუდმივი განვითარების ვალდებულება.
პროცესების განახლება და ინდუსტრიის განვითარებისთვის საჭირო ინოვაციების დანერგვა 4ჰოსპიტალსისთვის უწყვეტი პროცესია, ხოლო მომხმარებლებისთვის – გარანტია, რომ ნებისმიერ დროს, უწყვეტად და დროულად მიიღებენ უმაღლესი ხარისხის პროდუქტებსა და მომსახურებას.
4Hospitals არის ყველგან, სადაც ხარისხი მნიშვნელოვანია!
კომპანიის მიმართულებების სრული ჩამონათვალი და სამედიცინო მოწყობილობები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://4hospitals.ge/katalogi/
პროდუქციის ნახვა კი შეგიძლიათ მის განახლებულ შოურუმში, მისამართზე: ლუბლიანას #28.
სიახლეებისთვის ეწვიეთ კომპანიის ვებ-გვერდს: https://4hospitals.ge/
[პარტნიორის კონტენტი]