წელიწადში ორჯერ, უკრაინა კვამლში ეხვევა. ძველ თაობას ასეთი ტრადიცია აქვს – გამხმარ მცენარეებს, ჩამოცვენილ ფოთლებს და სხვა მცენარეულ ნარჩენებს მასობრივად წვავენ. ეს კი ნამდვილი ეკოლოგიური კატასტროფის ტოლფასია. ბოლო წლებში, ამ „რიტუალში“ მონაწილეთა რიცხვმა, შედარებით, იკლო – Gradus-ის სტატისტიკით, მშობლებისა თუ ბებია-ბაბუების 20% შვილებისა და შვილიშვილების თხოვნით, მცენარეებს აღარ წვავს. მაგრამ, როგორც ჩანს, ეს საკმარისი არ არის. ამიტომ, უკრაინის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ, სააგენტო Isobar-თან ერთად, დაიწყო კამპანია. მათი მთავარი მიზანია, ყველამ ნათლად დაინახოს, რა შეიძლება დაემართოს ახალ თაობას, თუ უფროსები მცენარეული ნარჩენების მასობრივად დაწვაზე უარს არ იტყვიან.
რა დაემართებათ უკრაინელ ახალგაზრდებს, თუ ძველი თაობა მცენარეულ ნარჩენებს დაწვავს?!














