in

„იზოლაციაში არ ხარ მარტო!“ – 200 მილიონი ადამიანის მხარდაჭერა ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალებს

მსოფლიო სტატისტიკა ცხადყოფს, რომ კრიზისულ სიტუაციებში, მათ შორის, პანდემიების დროსაც, ოჯახში ძალადობის სტატისტიკური მაჩვენებელი იზრდება და ეს პრობლემა, განსაკუთრებით, აქტუალური ხდება.

დღეს, როცა მსოფლიო COVID-19-ს კვლავ ებრძვის, მისი გავრცელების პრევენციის ეფექტიან ინსტრუმენტად კი, სოციალური იზოლაცია მიიჩნევა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მონაცემებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, გლობალურად, ყოველი სამი ქალიდან ერთი ოჯახში ძალადობის მსხვერპლია და პარტნიორის მხრიდან, ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ ან სექსუალურ ძალადობას განიცდის. მოწოდება „დარჩი სახლში“ მთელს მსოფლიოში აქტუალურ გზავნილად რჩება, სავალდებულო კარანტინში მყოფი ქალები კი, პოტენციურ მოძალადესთან ერთად მათთვის საფრთხის შემცველ სივრცეში ცხოვრებას განაგრძობენ.

სწორედ ოჯახში ძალადობის სტატისტიკის დრამატული ზრდის გამო, ისტორიის მანძილზე პირველად, Natura &Co-ს ბიზნესში შემავალი გლობალური სილამაზის ბრენდი ბოდი შოპი (ასევე, AvonNatura და Aesop) და საერთაშორისო ორგანიზაცია NO MORE იწყებენ კამპანიას „იზოლაციაში არ ხარ მარტო“ – “Isolated Not Alone”, რომლის ფარგლებში, სახელმწიფოებს მოუწოდებენ, ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებული პრობლემის გადაჭრა ერთ-ერთ პრიორიტეტად იქცეს.

კამპანიის მიზანია საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება დამალული საფრთხის შესახებ, რომელიც იძულებით თვითიზოლაციას თან სდევს. “Isolated Not Alone” კამპანიით გვსურს, ოჯახში ძალადობის რისკის ქვეშ მყოფ ადამიანებს ხმა მივავწდინოთ და ინფორმაციის გავრცელების ერთ-ერთ ინსტრუმენტად ბილბორდებს მივიჩნევთ. თუმცა გარდა ამ საკითხის ირგვლივ, დაწყებული მორალური მხარდაჭერისა, ფინანსურ დახმარებასაც ვპირდებით მათ და გაეროს მოსახლეობის ფონდთან (UNFPA) თანამშრომლობით, საქართველოში „ბოდი შოპის“ მიერ გაყიდული ყველა პროდუქციიდან 2%-ს „ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის“ თავშესაფარში ვრიცხავთ, – განმარტავს ირინა ადეიშვილი, The Body Shop Georgia-ს მარკეტინგის დირექტორი. 

„ბოდი შოპში“ აცხადებენ, რომ კამპანიის ფარგლებში, მსოფლიოს მასშტაბით, მობილიზებას კომპანიის 20 000 თანამშრომელს გაუკეთებენ და 70-ზე მეტ ქვეყანაში, ამ პრობლემის მოგვარების მხარდასაჭერად, 200 მილიონ მომხმარებელს წაახალისებენ. მოკლედ რომ ვთქვათ, ბრენდს გლობალური შესაძლებლობები და ზეგავლენა აქვს და ამ უპირატესობას ქალების დასაცავად მიმართავს – ადამიანის უფლებებისა და ოჯახში ძალადობის შესახებ  საკითხების გასაშუქებლად და მხარდასაჭერად. 

ირინა ადეიშვილი: „ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ მოძალადეებთან ერთად თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანებს. ჩვენ თქვენთან ვართ და მზად ვართ, დაგეხმაროთ. თქვენ არ ხართ მარტო; ჩვენ გხედავთ და თქვენი გვესმის“. ირინა ადეიშვილი აღნიშავს, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია, გადავდგათ ნაბიჯები, სანამ გვიან არ არის და მათ გადასარჩენად, ვინც გამოუვალ მდგომარეობაშია, ჩვენს ხელთ არსებული ყველა რესურსი გამოვიყენოთ. 

რაც შეეხება „ბოდი შოპის“ ფინანსურ მხარდაჭერას, რომლის ფარგლებშიც, ბრენდის მიერ გაყიდული ყველა პროდუქციიდან, 2% „ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის“ თავშესაფარში გადაირიცხება: გაეროს მოსახლეობის ფონდის გლობალური პროგნოზის თანახმად, COVID-19 პანდემიის ფართოდ გავრცელებასთან ერთად, შემდეგი რამდენიმე თვის განმავლობაში, შესაძლოა, მილიონობით გაიზარდოს იმ ქალების რაოდენობა, რომლებსაც ოჯახის დაგეგმვის სერვისებზე ხელი არ მიუწვდებათ და რომლებიც დადგებიან არასასურველი ორსულობის, ასევე, გენდერული ნიშნით ძალადობისა და სხვა საზიანო პრაქტიკების რისკის ქვეშ.

გაეროს მოსახლეობის ფონდისა (UNFPA) და The Body Shop-ის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი გახდა – თითოეულმა ქალმა შეძლოს კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამედიცინო მომსახურების მიღება. „ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის“ დედათა და ბავშვთა თავშესაფარიც სწორედ გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ შეირჩა. მან ერთგვარი შუამავლის როლი ითამაშა თავშესაფარსა და „ბოდი შოპს“ შორის, რის შედეგადაც, თავშესაფარში მყოფი ქალები უზრნველყოფილნი იქნებიან პირველადი საჭიროების ნივთებით, UNFPA-ს სტანდარტის მიხედვით.

„კამპანია #IsolatedNotAlone ძალიან დროული და საჭირო ინიციატივაა, რათა COVID-19-ის პანდემიის პირობებში კიდევ ერთხელ შევახსენოთ საზოგადოებას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, ყურადღების მიღმა არ დაგვრჩეს ქალთა მიმართ ძალადობის პრევენცია და აღმოფხვრა, – ამბობს ლელა ბაქრაძე,  გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი.

ჩვენს კითხვაზე, რატომ გახდა საინტერესო გაეროს მოსახლეობის ფონდისთვის (UNFPA) „ბოდი შოპთან“ თანამშრომლობა, ლელა ბაქრაძე გვპასუხობს: „ჩვენ როგორც გლობალურად, ასევე საქართველოში, ბოლო წლების განმავლობაში, აქტიურად ვთანამშრომლობთ იმ კერძო კომპანიებთან, რომლებისთვისაც ადამიანის უფლებების დაცვა სოციალური პასუხისმგებლობის ამოსავალ წერტილს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, „ბოდი შოპი“, როგორც კომპანია, რომელიც ღიად უჭერს მხარს გენდერულ თანასწორობას, ქალებისა და გოგონების გაძლიერებას, ჩვენთვის საინტერესო პარტნიორი აღმოჩნდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ „ბოდი შოპისთვის“ მსგავს კამპანიების ინიციატორობა ახალი არი არის. ანიტა როდიკი, The Body Shop-ის დამფუძნებელი, ბრიტანელი ბიზნესვუმენი, ასევე, აქტივისტია ადამიანის უფლებებისა და გარემოსდაცვის კუთხით და მისი გუნდის ინიციატივით, 1976 წლიდან დღემდე განხორციელებული უამრავი კამპანიით, The Body Shop მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერისა და შესაბამისად, უფრო მშვიდი სამყაროს შესაქმნელად იბრძვის.

ამ ეტაპზე, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ბრენდის მთავარი გამოწვევაა, კამპანიით “Isolated Not Alone” გააერთიანოს და ხმა მიაწვდინოს ძალადობასთან პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებულ მხარეებს: მოძალადეს, მსხვერპლსა და საზოგადოებას.

ონლაინ აქტივაცია

ყველაფერი ონლაინში! ანუ როგორ ვისარგებლოთ ბანკის სრული სერვისით, ფილიალში მიუსვლელად?

მარკეტინგი რეცესიის დროს – ქეთი მეფარიშვილი