12 სექტემბერს, iSpace-ის ორგანიზებით გაიმართა ღონისძიება, სადაც დამსწრე საზოგადოებას შეეძლო განსაკუთრებულ გარემოში, Apple ექსპერტებთან ერთად, აღმოეჩინათ Apple-ის ახალი პროდუქტები, როგორებიცაა: iPhone 15, iPhone 15 Pro, Apple Watch 9, Apple Watch Ultra 2.
Apple Event-ის ფარგლებში iSpace – ის წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს ის მოყვარული ფოტოგრაფები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს #ShotoniPhone კონკურსში. ფოტოგრაფ ლუიზა ჩალათაშვილის დახმარებით გამოვლინდა 3 საუკეთესო ნამუშევარი, რომლის ავტორებსაც საჩუქრად გადაეცათ 200 ლარიანი ვაუჩერი. მათ გამოყენებას კი შეძლებენ iSpace-ის ნებისმიერ მაღაზიაში, სასურველ პროდუქტზე.
iSpace-ის გუნდი პრეზენტაციის მსველელობისას ნებისმიერ დაინეტერსებულ პირს უწევდა კონსულტაციას როგორც Apple-ის უახლეს პროდუქტებზე, ასევე არსებულზეც.
ღონისძიებას ესწრებოდა 150-მდე ადამიანი, რომელთაც, გარდა პრეზენტაციაზე დასწრებისა, შეეძლოთ სხვადასხვა აქტივობაში მონაწილეობის მიღება. დასასრულისას გაიმართა სახალისო Apple Trivia, სადაც დასაჩუქრდნენ Apple-ის ყველაზე ერთგული გულშემატკივრები.
არ დაგავიწყდეთ, რომ Apple-ის ახალი პროდუქტების შეძენას ძალიან მალე iSpace-ში შეძლებთ. Პირველ ეტაპზე ახალი მოდელები შეზღუდული რაოდენობით იქნება წარმოდგენილი, ამიტომ იჩქარეთ და დააფიქსირეთ მოთხოვნა თქვენთვის სასურველ პროდუქტებზე.
„შეგახსენებთ, რომ iSpace საქართველოში Apple-ის ერთადერთი პრემიუმ რესელერია.“
[R]