in

რა შესაძლებლობებს ქმნის ბიზნესისთვის Apple Premium Partner-ის მაღაზია iSpace-გან

საქართველოში პირველი Apple Premium Partner-ის სტატუსის მქონე iSpace-ის მაღაზია 25 აპრილს Galleria Tbilisi-ში გაიხსნება და ქართულ ბიზნეს სექტორს სრულიად ახალ შესაძლებლობებს შესთავაზებს.

რა სიახლეს სთავაზობს iSpace ბიზნესებს?

ახალი მაღაზიის მთავარი ინოვაცია სპეციალური SMB (Small and Medium Business) ზონაა, რომელიც სრულად მორგებულია კორპორატიული კლიენტების საჭიროებებზე. ბიზნესებს შეეძლებათ ისარგებლონ:

  • პერსონალიზებული კონსულტაციებით ტექნიკისა და პროგრამული უზრუნველყოფის შერჩევაში
  • სპეციალური შეთავაზებებითა და ფინანსური პირობებით იურიდიული პირებისთვის
  • Apple ეკოსისტემის კორპორატიულ გარემოში ინტეგრაციის მხარდაჭერით
  • თანამშრომლებისთვის განკუთვნილი ტრენინგებით macOS, iPadOS და Apple-ის სხვა პროდუქტებზე

ლევან თაღიაშვილი, iSpace-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი: „B2B მომსახურება iSpace-ისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ ახალ, Apple Premium Partner-ის მაღაზიაში სპეციალური ზონა იქნება გამოყოფილი მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის. Apple მსოფლიოში ყველაზე დაცულ სისტემას და უსაფრთხოებას სთავაზობს ბაზარს, ამიტომ ვფიქრობ, ბიზნესებისთვის ეს კომპონენტი გადამწყვეტი იქნება.“

რას მოიცავს ახალი Apple Premium Partner მაღაზია?

გარდა ბიზნეს ზონისა, ახალი მაღაზია შესთავაზებს:

  • Apple-ის უმაღლესი სტანდარტის საფირმო დიზაინს
  • პრემიუმ მომსახურებას
  • ტექნიკურ მხარდაჭერას სერვის ზონაში (დიაგნოსტიკა და შეკეთება)

iSpace საქართველოში 2017 წლიდან ფუნქციონირებს და მომხმარებლებს სთავაზობს სრულ მომსახურებას Apple-ის ტექნიკის შერჩევიდან მოწყობილობის გამართვამდე, ასევე Trade-in პროგრამასა და მიტანის სერვისს მთელი საქართველოს მასშტაბით.

პირველი Apple Premium Partner-ის სტატუსის მქონე iSpace-ის მაღაზია გაიხსნება 25 აპრილს, Galleria Tbilisi-ის G სართულზე.

[R]

„ფრილანსერები და ბიზნესი“ — როგორ ჩაიარა თიბისი ბიზნესის „ხუთშაბათის შეხვედრების” კიდევ ერთმა სესიამ

„პროფესიონალებისა და ტალანტების გუნდთან ერთად მუშაობა, ჩემთვის დიდი სიამოვნება იქნება“ – გიორგი ყანჩაველი, თიბისის ახალი ტექ ლიდერი