ძალიან მალე, საქართველოში Apple-ის მოყვარულებს გრანდიოზული სიახლე ელოდებათ. 25 აპრილს, Galleria Tbilisi-ში iSpace ახალ ფორმატში გაიხსნება. გაუმჯობესებული და მაღალი დონის მაღაზიას ექნება Apple Premium Partner სტატუსი, რომლის ანალოგიც საქართველოში არ არსებობს.
ახალი iSpace არის Apple-ის სივრცე თბილისში, უნიკალური, მსოფლიო ბრენდის ატმოსფეროთი. მაღაზიის დიზაინი შეიქმნა ბრენდის სამშობლოში – ამერიკის ქალაქ კუპერტინოში. იდეა კი საქართველოში განხორციელდა. მაღაზიაში ყველაფერი ბრენდის უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად არის მოწყობილი: საფირმო მინიმალიზმი, ღია წვდომა მოწყობილობებზე და აქცენტი ინოვაციებზე. მისი სივრცე მომხმარებლების მაქსიმალური კომფორტისთვის არის დაგეგმილი.
ახალი iSpace-ის ფართობი 350კვ.მ-ზე მეტია და ის 4 ზონად იქნება დაყოფილი:
- სავაჭრო სივრცე – სადაც წარმოდგენილი იქნება ყველა ახალი პროდუქტი ღია წვდომით;
- სერვის ლაბორატორია – სადაც შესაძლებელია მოწყობილობის დიაგნოსტიკა ან შეკეთება;
- SMB ზონა – მომსახურება იურიდიული პირებისთვის;
- Group Demo ზონა – Apple პროდუქტის ყოველდღიური სასწავლო მასტერკლასებისთვის, რომელზე დასწრებაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება.
iSpace Apple Premium Partner – ეს მხოლოდ მაღაზია არაა, არამედ უნიკალური Apple სივრცეა, სადაც შეგიძლიათ გამოცადოთ ტექნიკა, ისაუბროთ თანამოაზრეებთან და ნებისმიერ საკითხზე მიიღოთ პროფესიონალური დახმარება.
რატომ შეგიყვარდებათ Apple ტექნიკის ყიდვა iSpace-ში:
- ყველა სიახლე – ხელმისაწვდომია
iSpace-ში ყველა პროდუქტის გატესტვას შეძლებთ. შეადარებთ iPhone 16 და iPhone 16 Pro-ს კამერებს. საკუთარ მაჯაზე მოსინჯავთ Apple Watch Series 10-სა და Apple Watch Ultra 2-ს. შექმნით ესკიზს iPad-ზე და MaсBook-ის შესაძლებლობებს გამოცდით. ასევე, მოუსმენთ საყვარელ სიმღერებს AirPods Max, AirPods Pro 2 და AirPods 4-ს საშუალებით და ეს ყველაფერი, მაღაზიიდან გაუსვლელად, უშუალოდ პროდუქტის შეძენამდე.
- პრემიუმ მომსახურება
iSpace-ის კონსულტანტები Apple-ის სამყაროს ექსპერტები არიან. ისინი დაგეხმარებიან მოწყობილობების თქვენი საჭიროების მიხედვით შერჩევაში, გამართავენ მათ, გადაიტანენ მონაცემებს, დააინსტალირებენ აპებს. საჭიროების შემთხვევაში მოგიძებნიან აქსესუარებს და დამცავ მინას დააკრავენ. iSpace-ში მიიღებთ სრულ დახმარებას – კონსულტაციიდან პროფესიონალურ სერვისამდე. მომსახურების ხარისხი კი ყოველთვის პრემიუმი იქნება.
- შეთავაზებები ბიზნესისთვის
iSpace-ში ესმით, თუ რა სჭირდება ბიზნესს, ამიტომ იურიდიულ პირებს ექსკლუზიურ პირობებს ვთავაზობთ. დაგეხმარებიან Apple მოწყობილობების თქვენს კორპორატიულ გარემოში ინტეგრაციაში, შემოგთავაზებენ შესაბამის სერვისებს და თქვენს თანამშრომლებს ახალ ფორმატში სამუშაოდ მოამზადებენ.
- ავტორიზებული სერვისცენტრი
შესაძლებელია როგორც საგარანტიო, ასევე სტანდარტული შეკეთება. iSpace-ის ინჟინრები მუშაობენ Apple-ის სტანდარტებით და იყენებენ მხოლოდ ორიგინალ ნაწილებს, რომლებიც პირდაპირ Apple-დან მიეწოდებათ.
- Multi Trade-in და გადახდის მოქნილი მეთოდები
მოიტანეთ თქვენი ნებისმიერი ბრენდის რამდენიმე ძველი მოწყობილობა iSpace-ში და შეფასების შემდეგ მისი ღირებულება ახალი პროდუქტის ფასს დააკლდება. დარჩენილი თანხა შეგიძლიათ, გაანაწილოთ განვადებით ან დაფაროთ სრულად.
- აქსესუარების ფართო არჩევანი
დამტენები, ქეისები, დამცავი მინები, სამაჯურები, ყურსასმენები, დინამიკები და უამრავი სხვა პერიფერიული მოწყობილობა და აქესესუარი – მხოლოდ ცნობილი ბრენდებისგან.
- მიწოდება მთელი საქართველოს მასშტაბით და ბონუსები ლოიალობის ბარათით
ვერ ახერხებთ მოსვლას? შეიძინეთ ონლაინ და შენაძენს საქართველოს ნებისმიერ კუთხეში მოგაწვდით. ხოლო თუ გსურთ მუდმივად ადევნოთ თვალყური iSpace-ის საუკეთესო შეთავაზებებს – დაამატეთ iSpace-ის ვირტუალური ბარათი Wallet აპში, თქვენს iPhone-ზე.
არ გამოტოვოთ Apple-ის მსოფლიო სტანდარტის შემოსვლა საქართველოში – გვეწვიეთ iSpace Apple Premium Partner-ის გახსნაზე!
თარიღი: 25 აპრილი
ლოკაცია: თბილისი, Galleria Tbilisi, G სართული (შოთა რუსთაველის გამზ. 2/4)
„ეს არის უდიდეს მიღწევა არამხოლოდ iSpace-ისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის. 25 აპრილიდან, Apple-ის მოყვარულები უკვე ყველა სერვისს ერთ სივრცეში მიღებენ და განსაკუთრებულ გამოცდილებას ეზიარებიან. მსგავსი მაღაზია მსოფლიოში მხოლოდ 50-მდეა. გვიხარია, რომ საქართველოშიც იქნება შესაძლებელი Apple Premium Partner-ის სტატუსით სარგებლობა. მომხმარებლები შეძლებენ გატესტონ და გამოცადონ Apple-ის პროდუქცია, მოუსმინონ სხვადასხვა მასტერკლასს ყოველდღე და ავტორიზებული სერვისი ადგილზე მიიღონ“, – განაცხადა iSpace-ის მარკეტინგის ხელმძღვანელმა ლევან თაღიაშვილმა.
[R]