in

 iSpace: „წარმოუდგენელი ფასები Apple-ის ოფიციალურ პროდუქციაზე“

26 ივლისს, 15:00 საათზე, „თბილისი მოლში“ Apple Premium Reseller-ის, iSpace-ის რიგით მე-2 მაღაზია იხსნება. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, გრანდიოზულ გახსნაზე, და მომდევნო სამი დღის განმავლობაში, iSpace-ში მისულ მომხმარებელს საშუალება ექნება, Apple-ის შერჩეულ მოდელებზე 700 ლარამდე თანხა დაზოგოს.

bog
bog-mob

„საოცარი შეთავაზებები გავრცელდება გარკვეულ მოდელებზე:  აქცია შეეხება, ულტრა თხელი 13inch MacBook air-ს, რომლის ღირებულება 2999 ლარიდან 2299 ლარზე ჩამოვა, ხოლო  MacBook Pro კი, 3999 ლარის ნაცვლად 3399 ლარად გაიყიდება. ასევე, სპეციალური ფასი გავრცელდება iPad-ზე (32GB) , რომლის ფასი 1140 ლარის ნაცვლად 799 ლარზე ჩამოვა და ბოლოს მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი Airpods (მე-2 თაობა) ჩვენს მომხმარებლებს  599 ლარის ნაცვლად, 489 ლარად დახვდება. სპეციალური შეთავაზება ასევე გავრცელდება iPhone XR -ზე, რომელიც ჩვენი მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი იყო წინასწარი შეკვეთით 1999 ლარად.  ხოლო 26,27,28 ივლისს მისი ფასი იქნება 2199 ლარი – ნაცვლად 2399 ლარისა“.

კომპანიის წარმომადგენლების თქმით, მომხმარებელს, ასევე, საშუალება ეძლევა აქციაში მყოფი პროდუქცია  წინასწარ, ვებგვერდზე – iSpace.ge. შეუკვეთონ. დაჯავშნული ნივთის შეძენა მხოლოდ 26 ივლისს, 15:00-დან 20:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.

როგორც iSpace-ში ამბობენ, 26 ივლისს აღნიშნული პროდუქციის ფასები მსოფლიოში ყველაზე გამორჩეული იქნება.

„ფასები შეიძლება იგივე ან უფრო დაბალიც კი იყოს ვიდრე აშშ-ში და ევროპის ქვეყნებში. აქამდე ვინც ცდილობდა შეეძინა Apple-ის პროდუქცია უფრო ხელსაყრელ ფასად უცხოეთში ან ე.წ. “შავ ბაზარზე” შეძლებენ ოფიციალური, შესაბამისად ხარისხიანი პროდუქციის მიღებას ბევრად უფრო მომგებიან ფასად ოფიციალურ მაღაზიაში. ამ შესაძლებლობას ჩვენ ვუყურებთ როგორც საჩუქარს ჩვენი მომხმარებლისთვის და არა როგორც შემოსავალს ”.

iSpace-ში Apple-ის მიერ ოფიციალურად დატრენინგებული კონსულტანტები მომხმარებელს დაეხმარებიან სასურველი პროდუქციის და აქსესუარების შერჩევაში, შეასწავლიან მათ გამოყენებას და მისცემენ სასარგებლო რჩევებს.

Apple-ის პროდუქციის ფართო არჩევანი და სხვადასხვა ბრენდის აქსესუარები ხელმისაწვდომი იქნება გახსნისთანავე. სპეციალური ფასები იმოქმედებს 26, 27 და 28 ივლისს. შეძენა შესაძლებელია როგორც ნაღდი ანგარიშსწორებით, ისე განვადებით. გახსნის ცერემონიაზე წარმოდგენილი იქნება სპეციალური Apple-ის დემო ზონები, სადაც არტისტები წარმოაჩენენ iPad-ის საოცარ შესაძლებლობებს. ასევე, სპეციალურად მოწყობილ სივრცეში ჩატარდება სახალისო და საინტერესო მასტერკლასები ბავშვებისთვის“.

Apple Premium Reseller-ის, iSpace-ის მაღაზია „თბილისი მოლის“ მეორე სართულზე განთავსდება.

[R]

Euronews საქართველოში შემოდის

Samsung: დასაკეცეკრანიანი Galaxy Fold სექტემბრიდან გაიყიდება