in

iSpace-ის გუნდი ბათუმელ მომხმარებლებს სულ მალე ადგილზე მოემსახურება!

29 ივლისს ბათუმში, სავაჭრო ცენტრში Metro City გაიხსნება Apple ტექნიკის ყველაზე დიდი და თანამედროვე მაღაზია Apple Premium Reseller სტატუსით. iSpace-ის ბათუმის ფილიალი, იქნება პირველი APR დასავლეთ საქართველოში.

iSpace-ის ბათუმის ფილიალი სავაჭრო ცენტრ Metro City-ში 29 ივლისს 13:30 საათზე გაიხსნება. მთელი დღის განმავლობაში მაღაზია შემოგვთავაზებს უწყვეტ გართობას, კონკურსებს, საჩუქრებს და სპეციალურ შეთავაზებებს მომხმარებლისთვის.

iSpace-ის ბათუმის ფილიალის გახსნისას მომხმარებლებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ ექსკლუზიური შეთავაზებებით: მხოლოდ 29 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით მოქმედებს საუკეთესო Trade-in პირობები: Apple-ის ახალი აღჭურვილობის შეძენისას 1800 ლარამდე თანხის დაზოგვაა შესაძლებელი.

ამ სამი დღის განმავლობაში გააკეთეთ Trade-in, დატოვეთ iSpace-ში თქვენი ძველი ტელეფონი, კომპიუტერი ან ტაბლეტი, აირჩიეთ ახალი და გადაიხადეთ თანხის სხვაობა.

!! აღსანიშნავია, რომ მოწყობილობის ჩაბარებისას, განურჩევლად ბრენდისა და მდგომარეობისა, მიიღებთ გარანტირებულ მინიმუმ 200₾ ბალანსს.

ახალი მოწყობილობის დარჩენილი საფასურის გადახდა შესაძლებელია დაუყოვნებლივ ან 36 თვემდე განვადებით.

შეთავაზებები ასევე საინტერესოა ტურისტებისთვის: iSpace–ში მუშაობს Tax Free! ეს ნიშნავს, რომ საქართველოს არარეზიდენტებს შეუძლიათ Apple-ის ნებისმიერი მოწყობილობის შეძენა საფასურის 18%–ის დაზოგვით!

[პარტნიორის კონტენტი]

YouTube Shorts-ისთვის კონტენტს პლატფორმის გრძელი ვიდეოებიდან ამოჭრით

ზაფხულის შესანიშნავი მეგზური Bang & Olufsen-ისგან, უფრო ბედნიერი დასვენებისთვის