in

iSpace კიდევ ერთ მაღაზიას ხსნის – რა შეთავაზება ელოდებათ მომხმარებლებს

ისთ ფოინთში iSpace-ის კიდევ ერთი მაღაზია იხსნება, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე ახალ ლოკაციაზე მიიღებთ შოპინგის გამოცდილებას და უნიკალურ შეთავაზებას Apple-ის სხვადასხვა პროდუქციაზე (iPhone-ებზე, MacBook-ებზე, iPad-ებსა და თითქმის ყველა აქსესუარზე).

8-9-10 ნოემბერს, iSpace East Point-ის გახსნასთან დაკავშირებით, შეგიძლიათ, ეწვიოთ iSpace-ს და მიიღოთ 15%-იანი ქეშბექი თიბისით გადახდისას, შერჩეულ პროდუქციაზე.

გვიხარია, რომ iSpace მე-6 მაღაზიას ხსნის საქართველოში. ძალიან ვეცადეთ, მომხმარებლებისთვის საუკეთესო შეთავაზება მოგვემზადებინა და ვფიქრობ, ეს გამოგვივიდა კიდეც. როგორც იცით, iSpace Apple-ის ერთადერთი პრემიუმრესელერია საქართველოში, რაც საშუალებას გვაძლევს, ჩვენს მომხმარებლებს შოპინგის საუკეთესო გამოცდილება შევთავაზოთ. გარდა იმისა, რომ ჩვენთან მხოლოდ ავტორიზებული პროდუქტი იყიდება, iSpace-ის მომხმარებლები საქართველოში ერთადერთი ავტორიზებული სერვისცენტრითაც (iSupport) სარგებლობენ. მსგავსი გამოცდილება, ზოგადად, ქვეყნის მომსახურების სფეროსთვის ნიშნავს ძალიან ბევრს და ვეცდებით, ეს ნდობა და პასუხისმგებლობა მაქსიმალურად გავამართლოთ“, – ლევან თაღიაშვილი, iSpace-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი.

აღსანიშნავია ისიც, რომ iSpace მომავალ წელს Apple-ის პრემიუმპარტნიორი გახდება, რაც სერვისის უმაღლესი მოთხოვნების დაკმაყოფილებას გულისხმობს და მომხმარებლებისთვის დამატებით კომფორტს შექმნის.

iSpace-ის პროდუქტებისა და ფასების გაცნობა ამ ბმულზე შეგიძლიათ.

[R]

გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი და ისწავლე შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით

Gobi-ის ახალი იდენტობა მსოფლიოს მონღოლურ კულტურას აცნობს