საქართველოში Apple-ის პრემიუმ რესელერი iSpace, 27 სექტემბერს, iPhone 11-ის, 11 Pro-ს და 11 Pro Max-ის გაყიდვებს ოფიციალურად იწყებს. Apple-მა ახალი ფლაგმანები 10 სექტემბერს, სტივ ჯობსის თეატრში წარადგინა.
Iphone 11 Pro – სრულიად ახალი სამკამერიანი სისტემა. ელემენტი, რომელიც მთელ დღეს ძლებს. iPhone-ის ყველაზე სწრაფი პროცესორი და 6.5-დუიმიანი Super Retina XDR დისფლეი – ყველაზე დიდი და კაშკაშა დისფლეი iPhone-ის ისტორიაში. ეს iPhone-ია. ახლა უკვე Pro საფეხურზე.
Iphone 11 – სრულიად ახალი ორკამერიანი სისტემა ულტრა ფართოკუთხიანი კამერით. ღამის რეჟიმი და ვიდეოს არაჩვეულებრივი ხარისხი, წყლისა და მტვრისაგან დაცულობა, მთელი დღე დატენვის გარეშე და ექვსი შესანიშნავი ფერი.
[fbvideo link=”https://www.facebook.com/iSpace.ge/videos/2550620641720529/” width=”720″ height=”405″ onlyvideo=”1″]
Apple-ის პრემიუმ პარტნიორის – iSpace-ის მაღაზიებში, iPhone 11-ის ფასი 2889 ლარიდან, iPhone 11 Pro-ს – 4099 ლარიდან, ხოლო 11 Pro Max-ის ფასი 4499 ლარიდან დაიწყება.
iSpace-ის თქმით, საქართველო გაჯერებულია ე.წ ნაცრისფერი, არაოფიციალური Apple-ის პროდუქციით, რომელიც, ძირითადად, დუბაიდან არის ჩამოტანილი, არაა გათვლილი საქართველოს ბუნებრივ პირობებზე და ვერ უძლებს დაბალ ტემპერატურას. დაზიანების შემთხვევაში კი, ასეთ პროდუქციას საგარანტიო მომსახურებას ვერ გაუწევს ერთადერთი ავტორიზებული სერვის ცენტრი საქართველოში – iSupport. სწორედ ასეთი, არაოფიციალური iPhone 11/Pro/max-ების გაყიდვები დაიწყო საქართველოში 27 სექტემბრამდე.
iSpace-ის ინფორმაციით, „პრემიუმ რესელერი“- არის სტატუსი, რაც ნიშნავს, რომ მაღაზია აკმაყოფილებს Apple-ის უმაღლეს სტანდარტებს, წარმოდგენილია მხოლოდ ოფიციალური, ჩვენი რეგიონისთვის გათვილი პროდუქცია და მომხმარებელს ემსახურებიან Apple-ის მიერ დატრენინგებული კონსულტანტები. iSpace-ს 2 წელზე მეტია, რაც საქართველოს ბაზარზე პრემიუმ რესელერის სტატუსითაა და ის იყო პირველი მაღაზია რომელმაც Apple-ის პრემიუმ პარტნიორის სტატუსი მიიღო. iSpace-ის ინფორმაციით, იმისათვის, რომ დარწმუნდეთ თქვენი მოწყობილობის ოფიციალურობაში, საჭიროა ის 27 სექტემბრიდან, iSpace-ში შეიძინოთ. რის შემდეგაც თქვენ მიიღებთ არა მარტო საქართველოში, არამედ ევროპის სხვა ქვეყნებში მოქმედ Apple-ის ოფიციალურ გარანტიას.
აღსანიშნავია, რომ ამ მოდელებზე დიდი მოთხოვნაა. შესაბამისად, დაწყებულია წინასწარი შეკვეთების მიღება. მომხმარებელს საშუალება აქვს iSpace-ის ფილიალებში: „გალერია თბილისსა“ და „თბილისი მოლში“, გააკეთოს წინასწარი შეკვეთა. რა თქმა უნდა, იგივე მომსახურება ხელმისაწვდომია iSpace-ის ვებგვერდზე (iPhone 11, iPhone 11 Pro/Max).
[R]