ისიამოვნეთ პრემიუმ შოპინგით სახლიდან გაუსვლელად – Apple ტექნიკა სახლში მიწოდებით საქართველოს ნებისმიერ კუთხეში.
დღევანდელ სამყაროში ორი ტიპის მყიდველი არსებობს: ერთი ონლაინ შოპინგს ანიჭებს უპირატესობას – ეს სწრაფი და მოსახერხებელია. სხვებს კი პროდუქტის პირადად ნახვა და შეფასება ურჩევნიათ. iSpace-ში ყველა მომხმარებელს აფასებენ. სწორედ ამიტომ, iSpace გთავაზობთ Apple ტექნიკას თქვენთვის ყველაზე კომფორტული გზით: შეიძინეთ ონლაინ და მიიღეთ პროდუქტი საქართველოს ნებისმიერ წერტილში ან ეწვიეთ მაღაზიებს და ადგილზე შეიძინეთ.
ონლაინ შოპინგი კიდევ უფრო მოსახერხებელი გახდა
თუ ონლაინ შოპინგი გირჩევნიათ, iSpace–ის ვებსაიტზე მარტივად შეადარებთ პროდუქტებს, შეარჩევთ აქსესუარებს და ისარგებლებთ განვადებით – სახლიდან გაუსვლელად.
iSpace-ში ასევე მოქმედებს Trade-in პროგრამა: მიიტანეთ თქვენი ძველი მოწყობილობა iSpace-ში და შეფასების შემდეგ, მიიღეთ ფასდაკლება ახლის შეძენისას.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ: Trade-in პროგრამით სარგებლობა მხოლოდ მაღაზიაშია შესაძლებელი.
ონლაინ შეძენისას შეკვეთის მიღების ორი ვარიანტი გაქვთ:
შეუკვეთოთ ონლაინ და თავად მიაკითხოთ iSpace-ის ახალ მაღაზიაში.
თუ საკურიერო მომსახურებას აირჩევთ – შეკვეთას თბილისის ნებისმიერ წერტილში მოგაწვდიან, 3 საათის განმავლობაში, ხოლო საქართველოს ნებისმიერ წერტილში 1-დან 3-დღემდე ვადაში.
როგორ შეიძინოთ ონლაინ iSpace-ში:
შეარჩიეთ პროდუქტი: გადადით ispace.ge კატალოგში და მოძებნეთ თქვენთვის საინტერესო მოდელი
შეავსეთ შეკვეთა: დაამატეთ პროდუქტი კალათაში და მიჰყევით ინსტრუქციებს. აირჩიეთ გადახდის ფორმა
მოიღეთ ახალი Apple მოწყობილობა: შეკვეთის დადასტურების შემდეგ ჩვენი მენეჯერი დაგიკავშირდებათ მიწოდების დეტალების დასაზუსტებლად
თუ მოწყობილობების პირადად გამოცდა გირჩევნიათ, ეწვიეთ iSpace-ის მაღაზიებს!
გახსოვდეთ, 25 აპრილს საქართველოში პირველი iSpace იხსნება, Apple Premium Partner-ის სტატუსით, Galleria Tbilisi-ში. ეს იქნება ერთადერთი ექსკლუზიური Apple სივრცე საქართველოში.
ახალი iSpace დაიყოფა რამდენიმე ზონად, სადაც შეგეძლებათ:
- მოწყობილობების შერჩევა და გატესტვა შეძენამდე
- ტექნიკის დიაგნოსტიკა ან შეკეთება
- iPhone, iPad, Mac და Apple ეკოსისტემის შემეცნებით ლექციებზე დასწრება
- პერსონალური კონსულტაციის მიღება ბიზნესისთვის: რომელი მოწყობილობები და სერვისები გამოგადგებათ
როგორც ხედავთ, პრემიუმ სერვისი არ არის დამოკიდებული შოპინგის ფორმატზე. იქნება ეს ონლაინ თუ ოფლაინ – თქვენთვის ხელმისაწვდომი იქნება iSpace Apple Premium Partner-ის ყველა ბენეფიტი:
- სპეციალისტების კონსულტაცია – ონლაინ ჩატში ან ტელეფონით
- ოფიციალური გარანტია და სერვისი ავტორიზებულ ცენტრში
- განვადება
- ბონუსები ლოიალურობის პროგრამის ფარგლებში
გსურთ პირადად გაეცნოთ Apple-ის ატმოსფეროს? ესტუმრეთ მაღაზიას გახსნაზე!
როდის: 25 აპრილს
სად: თბილისი, Galleria Tbilisi, G სართული
„ახალ მაღაზიასთან ერთად, მომხმარებლებისთვის ვებგვერდიც განვაახლეთ. Apple Premium Partner-ის უმაღლესი სტატუსი საშუალებას გვაძლევს მომხმარებლებს განსხვავებული შოპინგ გამოცდილება შევთავაზოთ როგორც ონლაინ, ისე ოფლაინ. ოფიციალურ ტექნიკასთან ერთად ჩვენი მთავარი ბენეფიტი სწრაფი მიწოდებაა. თბილისის მასშტაბით 3 საათის განმავლობაში შეძლებთ პროდუქტის მიღებას, განახლებული ვებდიზაინი კი განსხვავებულ და უფრო სასიამოვნო შოპინგ გამოცდილებას უზრუნველყოფს,“ – განაცხადა iSpace-ის მარკეტინგის ხელმძღვანელმა ლევან თაღიაშვილმა.
[R]










